მსოფლიომ არტურ მილერის შვილის შესახებ სიმართლე შეიტყო. ის დაუნის სინდრომით დაიბადა. მსოფლიომ არტურ მილერის შვილის შესახებ სიმართლე არც ისე დიდი ხანია, შეიტყო. ბავშვი დაუნის სინდრომით დაიბადა და ცნობილი მამა მას მთელი ცხოვრება მალავდა.
ამ ამბავმა თავის დროზე ამერიკა შეძრა. ამერიკა, რომელიც აღიარებდა ცნობილ დრამატურგს და პატივს სცემდა. არტურ მილერს ხომ მსოფლიო იცნობს არა მხოლოდ, როგორც მწერალს, არამედ მამაკაცს, რომელიც მერილინ მონროს ქმარი იყო გარკვეული პერიოდი.
როგორც ჟურნალი Vanity Fear-ი იუწყებოდა, ამ თემის ირგვლივ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
მილერის ერთ-ერთი ვაჟის, დანიელის ფოტოები არასდროს არსად არ იბეჭდებოდა. მილერი კი სიკვდილამდე ისე იქცეოდა, თითქოს დანიელი საერთოდ არ არსებობდა. მას არ ჰქონდა არავითარი კონტაქტი და არ ნახულობდა მას. არც ინტერვიუებში იხსენიებდა. ავტობიოგრაფიაშიც კი არსად იყო ნახსენები დანიელის სახელი.
მხოლოდ სიკვდილამდე, თავის ანდერძში შეიყვანა დანიელი და აჩუქა თავისი ქონების ნაწილი. იმავე ანდერძის თანახმად, დანიელი არ იმყოფებოდა მამის დაკრძალვის ცერემონიაზე. ასევე, 2005 წელს ბროდვეიზე გამართულ ცერემონიალზე, რომელსაც საყვარელი მწერლის თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
დანიელი მილერს მესამე ცოლისგან შეეძინა. ინგა მორატი ფოტოჟურნალისტი იყო.
პატარა ბიჭი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა, მშობლებმა ბავშვთა სახლში დატოვეს - სავარაუდოდ, მამის გადაწყვეტილებით. თუმცა მამისგან განსხვავებით, დედა რეგულარულად აკითხავდა ბავშვს ბავშვთა სახლში.
როდესაც დანიელს 17 წელი შეუსრულდა, მასზე მეურვეობა მეგობრებმა აიღეს, რომლებიც მან ბავშვთა სახლში შეიძინა.
წლების შემდეგ დანიელთან ურთიერთობის სურვილი მისმა დედმამიშვილებმა გამოთქვეს. "დანიელი ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. ის აქტიურ ცხოვრებას ეწევა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში", - ირწმუნებოდა მოგვიანებით მილერის უფროსი ქალიშვილი რებეკა.
სხვათა შორის, სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა თავის ამავე სინდრომის მქონე ქალიშვილთან ცნობილ გენერალ შარლ დე გოლს - იხილეთ მისი ისტორია: