მშობლებსა და უმცროსი ასაკის მკითხველში ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემაა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ძირითადად 4-10 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ვინაიდან ეს ჟურნალი ყოველთვე ათასობით ოჯახის "სტუმარია", ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ ის სიახლე, რასაც ჟურნალი თებერვლიდან სთავაზობს მკითხველს.
როგორც წესი, ჟურნალის სტანდარტული პაკეტის ფასი 5 ლარია. ამაში შედის 72 გვერდიანი ილუსტრირებული ჟურნალი, 100 სტიკერი და საჩუქარი.
ამჯერად, ანუ თებერვლიდან, ამ სტანდარტული, 5-ლარიანი პაკეტის გარდა, პრემიუმ-პაკეტიც გაიყიდება, რომელსაც დისნეის მაგარყდიანი, ილუსტრირებული გამოცემა ემატება რომელიმე სათამაშო პერსონაჟთან ერთად. ამ პაკეტის ფასი 12 ლარი იქნება - 7 ლარი წიგნის სპეციალური ფასია, 5 ლარი კი ჟურნალის ღირებულება.
პროექტი ჯერჯერობით 6 თვეზეა გათვლილი, ანუ ყოველ თვე ჟურნალთან ერთად ბავშვი დისნეის საყვარელი პერსონაჟის ისტორიას გაეცნობა და მისი სათამაშოც ექნება. პირველ ჯერზე გაყიდვაში მიკი მაუსის ახალი ისტორია "მიკი და მრბოლელები" გამოვიდა, რა თქმა უნდა სათამაშოსთან ერთად.
პალიტრა L-ის მარკეტინგის მენეჯერი, თაკო ახვლედიანი:
როგორც იცით, გამომცემლობა პალიტრა L, არის "უოლტდისნეის" ოფიციალური პარტნიორი. სწორედ მათთან თანამშრომლობით გამოვეცით ახალი სერია ,,დისნეის ზღაპრული კოლექცია" სადაც საინტერესო თავგადასავლების გარდა, ბავშვებს სათამაშოც დახვდებათ.
სერია 6 წიგნისგან შედგება, თითოეული მათგანი გამოდის თვეში ერთხელ და თავდაპირველად ჟურნალ ,,საბავშვო კარუსელთან" ერთად გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ჟურნალთან ერთად მას სპეციალური ფასი აქვს. წიგნის ფასი 7 ლარი, ხოლო ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.
დისნეის ეს კოლექცია გაფორმებულია არაჩვეულებრივი ილუსტრაციებით, ვინც ნახავს, ნამდვილად დარწმუნდება ამაში. მოგეხსენებათ, დისნეი საუკეთესო ილუსტრატორებს ანდობს საკუთარ პროდუქციას. ვფიქრობ ბავშვებისთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება. ამიტომ იჩქარეთ, რადგან მოასწროთ სპეციალური ფასად ამ არაჩვეულებრივი კოლექციის შეგროვება".
შეგახსენებთ, მშობელს არჩევანის საშუალება აქვს - შეუძლია შეიძინოს 5-ლარიანი, სტანდარტული პაკეტი ან გაახაროს პატარა საყვარელი გმირების ფერადი წიგნებითა და სათამაშო პერსონაჟებით.
დისნეის წიგნების დიდი კოლექცია რამდენიმე წლის წინ გამოვიდა "საბავშვო კარუსელთან" ერთად და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ეს ახალი კოლექცია სათამაშოთიც მოხიბლავს პატარას.