"გავხდი დედამთილი და ცოდვებმა მიწია, ჩემს აწგარდაცვლილ დედამთილს დავემსგავსე"
"გავხდი დედამთილი და ცოდვებმა მიწია, ჩემს აწგარდაცვლილ დედამთილს დავემსგავსე"
რძალ-დედამთილს შორის არსებული ურთიერთობა არასდროს კარგავს აქტუალობას. თითქოს ოჯახური კონფლიქტების მიზეზი, უმეტეს შემთხვევებში,   რძალ-დედამთილს შორის წარმოშობილი გაუგებრობაა. ამ სიტუაციაში კი იოლი არ არის იმის გარკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე. აღნიშნულ თემაზე არაერთი წერილი მოუწერია ჩვენთვის მკითხველს. გთავაზობთ ერთ-ერთ მათაგნს, რომელის ავტორსაც, მისივე თხოვნით შევუცვალეთ სახელი, გარკვეული უხერხულობს თავიდან ასაცილებლად.

"19 წლის გავთხოვდი, ჩემი ქმრის მშობლებს არ მოვწონდი. გაუნათლებელი რძალი არ უნდოდათ ოჯახში. ვინ უშლიდათ ხელს, თუ ასე უნდოდათ ჩემთვის განათლების ლაპმარი აენთოთ, თვითონ ესწავლებინათ და ხელი შეეწყოთ ჩემთვის, მაგრამ
არა, მათ ხომ ჩემი მიწასთან გასწორება ჰქონდათ განზრახული. როცა ჩემი ქმარი სახლში არ იყო, შავ დღეში მაგდებდნენ. ერთხელ გარეცხილ ჭურჭელს ჩემი დედამთილი მეორედ მარეცხინებდა. ასეთი ყოფის გამოვლის შემდეგ მივხდი, რომ სწავლა მნიშვნელოვანი იყო და რამე პროფესია რომ მქონოდა, სახლის მონად ვერ მაქცევდნენ. სულ ვამბობდი, არ ვიქნები ცუდი დედამთილი-თქო, მაგრამ ჩემი რძლის უთავბოლო საქციელმა ჭკუიდან შემშალა და ვხედავ, როგორ ვემსგავსები აწგარდაცვლილ დედამთილს. არ ვიცი, ჩვენი ოჯახი ვინ დაწყევლა, მეც გაუნათლებელი რძალი შემხვდა, რადგან ამის გამო თავის დროზე გული შემიწუხეს, რძლის მხარეს ვიყავი და ვცდილობდი მისთვის ამ დეტალზე ყურადღება არ გამემახვილებინა. გადავწყვიტე ესწავლა და ფარმაცევტულ
კოლეჯში ჩავაბარებინე, მაგრამ შენც არ მომიკვდე, გადაჰყვა მანჭვა, პრანჭვას, სახლის საქმეებსაც მოცდა და ასე გავანიავე ფული. ვეღარ გავიგე, რა ჯობია გააკეთო რძლისთვის. თან ცოდვებმა მიწია, ვეუნებდი ჩემს რძალს როგორ მექცეოდნენ ქმრის მშობლები, კარგა ხნის მერე მომიტრიალდა და მითხრა, არაფრით განსხვავდები შენი დედამთილისგანო. არადა ზოგჯერ მართალია, მინდა, რაც არ იცის ვასწავლო, მივუთითო, ეს ალბათ უფროსებს გამოყოლილი გვაქვს, მესმის კიდეც ჩემი რძლის, რაც მე არ მომწონდა უფროსებისგან,ის ახლა მას არ მოსწონს ჩემგან.

არ უქნია ღმერთს რძალ-დედმთილობის სიკეთე და რა გინდა, ქნა. ცალკე წასასვლელი რომ მქონდეს, თვალიც არ დავინახავ რძლის ნაკლს და ისიც დაისვენებს და მეც".
3715
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Nata
0
რამ გაგამწარა ამხელა ქალი. დაეტიე შენ ადგილას თვითონ მიხედავენ ოჯახს ცოლ-ქმარი
21:23 / 06-02-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```