"19 წლის გავთხოვდი, ჩემი ქმრის მშობლებს არ მოვწონდი. გაუნათლებელი რძალი არ უნდოდათ ოჯახში. ვინ უშლიდათ ხელს, თუ ასე უნდოდათ ჩემთვის განათლების ლაპმარი აენთოთ, თვითონ ესწავლებინათ და ხელი შეეწყოთ ჩემთვის, მაგრამ არა, მათ ხომ ჩემი მიწასთან გასწორება ჰქონდათ განზრახული. როცა ჩემი ქმარი სახლში არ იყო, შავ დღეში მაგდებდნენ. ერთხელ გარეცხილ ჭურჭელს ჩემი დედამთილი მეორედ მარეცხინებდა. ასეთი ყოფის გამოვლის შემდეგ მივხდი, რომ სწავლა მნიშვნელოვანი იყო და რამე პროფესია რომ მქონოდა, სახლის მონად ვერ მაქცევდნენ. სულ ვამბობდი, არ ვიქნები ცუდი დედამთილი-თქო, მაგრამ ჩემი რძლის უთავბოლო საქციელმა ჭკუიდან შემშალა და ვხედავ, როგორ ვემსგავსები აწგარდაცვლილ დედამთილს. არ ვიცი, ჩვენი ოჯახი ვინ დაწყევლა, მეც გაუნათლებელი რძალი შემხვდა, რადგან ამის გამო თავის დროზე გული შემიწუხეს, რძლის მხარეს ვიყავი და ვცდილობდი მისთვის ამ დეტალზე ყურადღება არ გამემახვილებინა. გადავწყვიტე ესწავლა და ფარმაცევტულ კოლეჯში ჩავაბარებინე, მაგრამ შენც არ მომიკვდე, გადაჰყვა მანჭვა, პრანჭვას, სახლის საქმეებსაც მოცდა და ასე გავანიავე ფული. ვეღარ გავიგე, რა ჯობია გააკეთო რძლისთვის. თან ცოდვებმა მიწია, ვეუნებდი ჩემს რძალს როგორ მექცეოდნენ ქმრის მშობლები, კარგა ხნის მერე მომიტრიალდა და მითხრა, არაფრით განსხვავდები შენი დედამთილისგანო. არადა ზოგჯერ მართალია, მინდა, რაც არ იცის ვასწავლო, მივუთითო, ეს ალბათ უფროსებს გამოყოლილი გვაქვს, მესმის კიდეც ჩემი რძლის, რაც მე არ მომწონდა უფროსებისგან,ის ახლა მას არ მოსწონს ჩემგან.
''რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობის გაფუჭება მაინც დედამთილის ბრალია''
რატომ ვერ ეგუებიან დედამთილები რძლებს და ვინ უფრო ხშირად იწყებს კონფლიქტს?