ბავშვის დასჯისთვის უკვე კანონის წინაშე აგებთ პასუხს - რა შეიცვლება ახალი კოდექსით
ბავშვის დასჯისთვის უკვე კანონის წინაშე აგებთ პასუხს - რა შეიცვლება ახალი კოდექსით
საქართველოს პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითად არასრულწლოვნის ფიზიკური დასჯა კანონით აიკრძალება. კოდექსი გულისხმობს ბავშვის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, ტრეფიკინგისაგან, წამებისა და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან დაცვას. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისში ამბობენ, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზანი ბავშვების კეთილდღეობის განმტკიცებაა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კოდქსის მიღება?
  • იცავს ბავშვს ძალადობის ყველა ფორმისგან.
  • ბავშვის უფლებების მხარდამჭერ ერთიან სისტემას ქმნის.
  • გათვალისწინებულია ოჯახის მხარდაჭერის პროგრამები.
  • ყველა ბავშვს თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს.
  • ბავშვის განვითარების უფრო
    მეტ შესაძლებლობებს ქმნის.
"ბავშვთა უფლებების კოდექსის" შესახებ mshoblebi.ge სამართლის დოქტორს, პაატა ტურავას გაესაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული კოდექსი არ ანაცვლებს სხვა მოქმედ რეგულაციებს, პირიქით, განამტკიცებს. კოდექსი პრევენციული ღონისძიებებისაგან შედგება და ძირითადი აქცენტი ბავშვებზე მოძალადის დასჯაზე არ არის გაკეთებული.
"აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან/და ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას. აღნიშნული ქმედება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად."- განაცხადა პაატა ტურავამ.
აღსნიშნავია ისიც, რომ კოდექსი ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის შექმნის ვალდებულებას გულისხმობს თვითმმართველობის დონეზე და ასევე, ძლიერდება სახალხო დამცველის როლი მათი დაცვის სფეროში.
ამ ეპაზე, უცნობია, რა
ტიპის სასჯელი დაეკისრებათ ბავშვებზე ნებისმიერი სახით მოძალადეებს. "ბავშვის უფლებათა კოდექსი" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მომავალ კვირას დარეგისტრირდება.
თამარ იაკობაშვილი

altდასჯასაც თავისი წესი აქვს - რომ არ გამოიწვიოთ მასში ნევროზი, ფობიები, აგრესია...

altფიზიკური დასჯა ბავშვის თვალებით - ყველა მშობლის საკითხავი


6175
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
0
ცემა უნდა აიკრძოს მართალია..ვერადერს გახდები დაჟე დაყვირებითაც კი როცა ბავშვი ჯიუტი ან ცელქია..ხანდახან არას რომ ეტყჰით აუზსენით კიდეც რატომ არ შეიძლება ესა თუ ის..მაგრამ უბრალო რამეზეც ნუ ჩაიციკლებით.. რაც შეიძლება მეტი დრო ატარეთ ბავშვებთან ..ერთად გატარებული დრო წარმოშობს ნდობას გაამყარებს ურთიერთობას.. რიგორ არ გავიხსენო ეხლა სბჭოთა პერიოდში ეგერდ წოდებული პუწიოვკები დედათა და ბავშვთა დასასვენებელ სახლებში... თუმცა საბჭოთა ზომ ცუდი იყო ყველაფერი.. ეზლა გადარბენაზე არიან მშიბლები ..ერთად გატარებული დრო ფიზიკურად არაა.მთავარია საჭმელისასმელისთვის ფული (ნუ რა ქნან საწყალმა მშობლებმა)პლუს მომზადება ბავშვების უნივერსიტეტისთვის.ნუ .ეს ყველაფერი ... სტრესში არიან მშობლებიც და ბავშვებიც
03:33 / 09-02-2019
დდდ
0
დაურიგეთ პარლამენტარებს ოქროს მახათები რა, ღრმად გაიყარონ...
10:01 / 08-02-2019
მსგავსი სიახლეები
```