როგორ გავუმკლავდეთ სტრესით სავსე ყოველდღიურობას - ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადება
როგორ გავუმკლავდეთ სტრესით სავსე ყოველდღიურობას - ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადება
სტრე­სი იმ დამ­ცა­ვი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მში გა­რე­მოს მავ­ნე ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, მათ­გან და­სა­ცა­ვად წარ­მო­ი­შო­ბა.

სტრე­სის დროს სის­ხლში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ად­რე­ნა­ლი­ნი გა­მო­ი­ტყორ­ცნე­ბა, ცხად­დე­ბა სა­რე­ზერ­ვო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია, გარ­კვე­უ­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვეთ­რად იზ­რდე­ბა ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

თავ­და­პირ­ვე­ლად ყო­ვე­ლი­ვე ეს და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მზე. ეს ზე­მოქ­მე­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვრულ დრო­ის მო­ნაკ­ვეთს მო­ი­ცავს. ხან­მოკ­ლე სტრე­სი ადა­მი­ა­ნის­თვის უვ­ნე­ბე­ლია, მე­ტიც - მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის უკეთ შეს­რუ­ლე­ბა­საც კი უწყობს ხელს, მა­შინ როცა ხან­გრძლივ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრესს, რო­მე­ლიც კვი­რა­ო­ბით, თვე­ო­ბით, წლო­ბით გრძელ­დე­ბა, შე­უძ­ლია, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს, რად­გან ორ­გა­ნიზ­მის ზო­გა­და­დაპ­ტა­ცი­ურ ძა­ლებს გა­მო­ფიტ­ვის გამო
აღარ შე­უძ­ლი­ათ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ფუნ­ქცი­ე­ბის ნორ­მა­ლურ კა­ლა­პოტ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

სტრე­სის ფორ­მე­ბი:

ქრო­ნი­კუ­ლი სტრე­სი ან­გრევს ადა­მი­ა­ნის მო­რა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბას და მძი­მე სო­მა­ტუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. არ­სე­ბობს სტრე­სის ხან­მოკ­ლე და ხან­გრძლი­ვი, სხვაგ­ვა­რად - მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი (ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და ემო­ცი­უ­რი) ფორ­მე­ბი.

მწვა­ვე სტრე­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მოქ­მე­დე­ბის სის­წრა­ფე და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტი. მისი რა­დი­კა­ლუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა შოკი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ადა­მი­ა­ნი კარ­გავს წო­ნას­წო­რო­ბას და გა­მო­დის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მწვა­ვე სტრე­სი თით­ქმის ყო­ველ­თვის გა­და­დის ქრო­ნი­კულ­ში, ხან­გრძლივ­ში.

შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი თით­ქოს­და გა­მო­დის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, მაგ­რამ გა­და­ტა­ნილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი გან­ცდილ­თან ხე­ლახ­ლა აბ­რუ­ნებს. ხან­გრძლი­ვი სტრე­სი ყო­ველ­თვის არ წარ­მო­ად­გენს მწვა­ვეს შე­დეგს. იგი თა­ვის­თა­ვა­დაც აღ­მო­ცენ­დე­ბა
ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო ფაქ­ტორ­თა გავ­ლე­ნით, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მზე მუდ­მი­ვად მოქ­მე­დებს.

ასე­თი ფაქ­ტო­რე­ბია სამ­სა­ხუ­რის ხან­გრძლი­ვი ძებ­ნა, მუდ­მი­ვი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა, ახ­ლობ­ლებ­თან მუდ­მი­ვი უთან­ხმო­ე­ბა და სხვა. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი ვი­თარ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მზე ნე­გა­ტი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის პირ­და­პი­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით. ასე­თი ფაქ­ტო­რე­ბია ტკი­ვი­ლი, შიმ­ში­ლი, სი­ცი­ვე, ძლი­ე­რი არო­მა­ტე­ბი, არა­საკ­მა­რი­სი გა­ნა­თე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლას ან სა­ცხოვ­რე­ბელ­ში, ზედ­მე­ტი ხმა­უ­რი.

ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრესს იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მზე მოქ­მე­დი სა­სიგ­ნა­ლო ფაქ­ტო­რე­ბი: მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გა­დატ­ვირ­თვა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, დიდი მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ერთ-ერთი სა­ხეა ემო­ცი­უ­რი სტრე­სი, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს რამე ემუქ­რე­ბა, კერ­ძოდ, საფრ­თხის, წყე­ნი­სა და გუ­ლის­ტკე­ნის, ომის, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის დროს. იგი ემო­ცი­ებ­თან, ემო­ცი­ურ რე­აქ­ცი­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სტრე­სი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გა­დატ­ვირ­თვის (დიდი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დის და­მუ­შა­ვე­ბი­სას სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი ჭარ­ბი მომ­თხოვ­ნე­ლო­ბის) ან ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მის შე­დე­გია. ში­და­პი­როვ­ნუ­ლი სტრე­სი - მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან - ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს, არა­და, ზოგ­ჯერ ეს მი­უღ­წე­ვე­ლია.

ში­ნა­გა­ნი გან­ცდე­ბი, უსი­ა­მოვ­ნე­ბა, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იწ­ვევს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­სა და და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბას, რის შე­დე­გა­დაც ვი­თარ­დე­ბა შიდა პი­როვ­ნუ­ლი სტრე­სი. იგი ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნის არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის, აუს­რუ­ლე­ბე­ლი ნატ­ვრე­ბის, სურ­ვი­ლე­ბი­სა და გაც­რუ­ე­ბუ­ლი იმე­დე­ბის ბრა­ლია.

სამ­სა­ხუ­რებ­რივ სტრესს კა­რი­ე­რის აწყო­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი და მისი აუს­რუ­ლებ­ლო­ბა, სამ­სა­ხურ­ში მე­ტის­მე­ტი ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვა, ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბა და ხში­რი უარ­ყო­ფი­თი ემო­ცია იწ­ვევს. ხში­რად ის ადა­მი­ა­ნის შრო­მის არა­სა­თა­ნა­დო და­ფა­სე­ბას და ცუდ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­საც უკავ­შირ­დე­ბა.

ფი­ნან­სუ­რი სტრე­სი - ჩვენ იმ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც ფული დიდ როლს თა­მა­შობს. რო­დე­საც შე­მო­სა­ვა­ლი გა­სა­ვალ­ზე ნაკ­ლე­ბია, ადა­მი­ანს უვი­თარ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი სტრე­სი, რა­საც ხში­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ხარ­ჯი და და­უ­გეგ­მა­ვი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­კარ­გე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტრე­სი უვი­თარ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­ზღვრულ ნა­წილს, გან­სა­ზღვრულ ჯგუფს ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის გამო.

ეკო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი - არა­ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი უშუ­ა­ლო გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ეკო­ლო­გი­ურ სტრესს იწ­ვევს ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თე­ბი, ხმა­უ­რი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი, ჰა­ე­რი.

უკა­ნას­კნელ ხანს გა­მო­ყო­ფენ მე­ნე­ჯერ­თა სტრესს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ცვლად გა­რე­მო­ში მო­მუ­შა­ვე მე­ნე­ჯერ­თა ხვედ­რია - მათ გა­ნუ­წყვეტ­ლივ უწევთ უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და გა­ნუ­წყვეტ­ლივ ცვლად და კონ­კუ­რენ­ტულ სა­ბაზ­რო გა­რე­მო­ში სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­თა სწრა­ფი მი­ღე­ბა.

სტრე­სის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბია სი­სუს­ტე, დაღ­ლი­ლო­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბა. ადა­მი­ანს ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ კარ­გავს კონ­ტროლს. მას არას­დროს ჰყოფ­ნის დრო, სულ უფრო და უფრო უჭირს ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, უქ­ვე­ით­დე­ბა შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, ერ­ღვე­ვა ძილი, შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ცენ­დეს თა­ვი­სა და ზურ­გის ტკი­ვი­ლი, ქვე­ით­დე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი, იზ­რდე­ბა რო­გორც გა­ცი­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა, ასე­ვე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბის რის­კი. იზ­რდე­ბა ში­ნა­გა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბა და მძაფ­რდე­ბა უმ­წე­ო­ბის შეგ­რძნე­ბა.

mshoblebi

სტრესს თუ სა­წყის ეტაპ­ზე­ვე არ მი­ვაქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, მან შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი ფორ­მაც მი­ი­ღოს და უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა გა­მო­იწ­ვი­ოს. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სტრე­სის მოხ­სნა­ზე მისი გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ვიზ­რუ­ნოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მე­დი­რე­ბუ­ლია მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვაც. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ხში­რად რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ „ვი­ტან­გოს“, რო­მე­ლიც გერ­მა­ნუ­ლი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ადაპ­ტო­გე­ნუ­რი პრე­პა­რა­ტია WS 1375-ის (ვარ­დის­ფე­რი რო­დე­ო­ლას ექ­სტრაქ­ტი) სა­ფუძ­ველ­ზე. იგი გან­კუთ­ვნი­ლია ყო­ველ­დღი­უ­რი სტრე­სის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და კო­რექ­ცი­ი­სათ­ვის. „ვი­ტან­გოს“ გა­აჩ­ნია უნი­კა­ლუ­რი ორ­მა­გი მოქ­მე­დე­ბა სტრე­სის ფქი­ქო­გე­ნურ და ფი­ზი­კურ ას­პექ­ტებ­ზე: ამ­ცი­რებს სტრე­სის ჰორ­მო­ნე­ბის დო­ნეს და აძ­ლი­ე­რებს ენერ­გე­ტი­კულ მე­ტა­ბო­ლიზმს. ამის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ვი­ტან­გო ეფექ­ტუ­რად ამ­ცი­რებს შფოთ­ვას, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბას, და­ძა­ბუ­ლო­ბას, მისი მი­ღე­ბის ფონ­ზე მცირ­დე­ბა დაღ­ლი­ლო­ბა, გა­მო­ფიტ­ვი­სა და „გა­დაწ­ვის“ შეგ­რძნე­ბა. აქვს სწრა­ფი კლი­ნი­კუ­რი ეფექ­ტი, - მოქ­მე­დებს მი­ღე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, არ იწ­ვევს შეჩ­ვე­ვას და ძი­ლი­ა­ნო­ბას და არ აქვს მოხ­სნის ეფექ­ტი. ხა­სი­ათ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი პრო­ფი­ლით და კარ­გი ამ­ტა­ნო­ბით ხან­გრძლი­ვი მი­ღე­ბი­სას.

პრე­პა­რატ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის ეწ­ვი­ეთ ვებგ­ვერდს ან და­რე­კეთ ნო­მერ­ზე 032 261 46 88
333
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```