ცოტა ხნის წინ კადრები გავრცელდა ფილმებიდან, სადაც ის საკმაოდ თამამ სცენებში მონაწილეობდა. ახლახან კი გამოჩნდა წერილი, რომელიც მან მამას გაუგზავნა ქორწილის შემდეგ (შეგახსენებთ, მამა მის ქორწილს არ დაესწრო). მამა-შვილს
ამ წერილზე პასუხად მამამ ერთობლივი ფოტოსესია სთხოვა შვილს, რაზეც უარი მიიღო.

მეგანი მამასთან ერთად
ახლა კი იმაზეც დაიწყეს საუბარი, რამდენად ნამდვილია
გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, რომ ამ ვერსიის მიმდევრები ფოტომტკიცებულებებსაც იშველიებენ და "მოხტუნავე" თარიღსაც.
საქმე ისაა, რომ კეიტ მიდლტონის შემთხვევაში კენსინგტონის სასახლე ზუსტად აუწყებდა პრესას ბავშვის დაბადების თარიღს - მეორე შვილი 2015 წლის აპრილში რომ უნდა დაბადებულიყო, მესამე - 2018 წლის აპრილში. აი მეგანის შემთხვევაში კი ეს ტრადიცია დაირღვა. ოფოციალურად მხოლოდ მიახლოებითი პერიოდია დასახელებული - 2019 წლის გაზაფხული.
თავად მეგანმაც ჯერ გამოაცხადა, რომ მალე იმშობიარებდა, მერე კი - აპრილის ბოლოსო.
ისიც იწვევს ეჭვს, რომ მეტისმეტად ხშირად უჭირავს მუცელზე ხელი ყოფილ მსახიობს - ეს ჟესტი თითქოსდა ჩვეულია ორსულებისთვის, თუმცა სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ის უბრალოდ მიმაგრებულ მუცელს იჭერს, ყოველი შემთხვევისთვის - აფიქსირებს, რომ არ შეიცვალოს მდგომარეობა.

ასევე უცნაურია მუცლის ზომა. არსებობს იანვარში გადაღებული რამდენიმე ფოტო, რომლებზეც მუცელი სხვადასხვა ზომისაა, ზოგან კი - საერთოდაც არ ჩანს.

ან კიდევ, მეგანს ძალიან ვიწრო შარვალი აცვია მაღალ ქუსლებზე - რაც ამხელა მუცლის მქონე ორსულისთვის შეუსაბამოა. და კიდევ - ჩაცუცქული მეგანის ფოტო. ამაზეც ამბობენ, რომ შეუძლებელია, ამ ხნის ორსული ამ ფორმით ჩაიცუცქოს.

ერთი და იმავე პერიოდის ფოტოებში მუცელი ხან იდეალურად მრგვალია, ხან კი კაბაზე ისეთი ნაკეცებია, თითქოს მათ ქვეშ რაღაც ბალიშივითაა მოქცეული.

და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც სკეპტიკოსებს ეჭვს უმყარებს. მეგანის ყოფილი ქმრის - ტრევორ ენგელსონის ახლობელმა "დეილი მეილს" უამბო, რომ მეგანმა ტრევორთან ცხოვრების პერიოდში ქმარს სპეციალური კონტრაქტის გაფორმება მოსთხოვა. კონტრაქტის პირობების თანახმად, ქმარს უნდა აენაზღაურებინა პერსონალური ტრენერის, დიეტოლოგის და ძიძის მომსახურების საფასური, იმ შემთხვევაში, თუ მეგანი დაორსულდებოდა. მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ აპირებდა ის შვილის გაჩენას. როგორც იცით, არც გაუჩენია მისთვის შვილი - როგორც ჩანს, ქმარმა ამ პირობებზე უარი თქვა.

მეგანი ყოფილ ქმართან ერთად
რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და კარიერაზე ოცნებობდა. თუმცა ისინი, ვისაც მის ორსულობაში შეაქვს ეჭვი, ამტკიცებენ, რომ თუ მეგანს მაშინ არ უნდოდა მშობიარობა გარეგნობისთვის ზიანის მიყენების შიშით, საეჭვოა, ახლა გაიღოს ასეთი მსხვერპლი.
ვნახოთ, რით დასრულდება ეს ყველაფერი. თუმცა ფაქტია, მეგანისთვის არც ისე იოლი აღმოჩნდა პრინცი ჰარის ცოლის სტატუსი - მილიონობით თაყვანისმცემელსა და გულშემატკივართან ერთად, მან ასევე მილიონობით მოშურნე და მტერი გაიჩინა.