"ამ ქვეყანაზე რაც კი ბედნიერებაა, ყველაფერი მინდა, რომ მისი იყოს!" - ნინო ორდენიძე
"ამ ქვეყანაზე რაც კი ბედნიერებაა, ყველაფერი მინდა, რომ მისი იყოს!" - ნინო ორდენიძე
ყოფილი მოდელი ნინო ორდენიძე ასევე ცნობილ ძმას, ყოფილ კალათბურთელ ირაკლი ორდენიძეს ემოციურად ულოცავს დაბადების დღეს:

"3 წლის ვხდებოდი, როცა ეს ბიჭი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. შემოვიდა და ყველაზე დიდი ადგილი დაიკავა ჩემს გულში. ისე გავიზარდეთ, არასოდეს არ გვიჩხუბია. ყველაზე კეთილია, ყველაზე წესიერი, თბილი, ტკბილი, ერთგული და ყველაზე სიმპათიური. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. დღეს ჩემი ერთადერთი და განუმეორებული ძმის დაბადების დღეა! ამ ქვეყანაზე რაც კი ბედნიერებაა, ყველაფერი მინდა, რომ მისი იყოს! ვგიჟდები,
ეს ბიჭი ისე მიყვარს".
mshoblebi
1991
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```