"ჩემი მეორე ბიჭი - დემეტრე შეყილაძეს გაუმარჯოს!" - ასე ამცნო საზოგადოებას ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა ანი მიროტაძემ მეორე ვაჟის დაბადებას. პატარა გიორგის ახლა უკვე უმცროსი ძმა ჰყავს და ანიც ორი შვილის დედა გახდა. ვულოცავთ მას ამ სასიხარულო ამბავს და ბედნიერებას ვუსურვებთ.