ონლაინ სტარტაპ პლატფორმა, რომელიც ერთი წელი სატესტო რეჟიმში მუშაობდა, უკვე რამდენიმე თვეა სრული დატვირთვით ოპერირებს და ქართველ მომხმარებლებს ყოველდღიური საჭიროების პროდუქტების, მარტივად და რაც მთავარია, სახლიდან გაუსვლელად ყიდვას სთავაზობს.
Mara.ge-ის ონლაინ პლატფორმით სარგებლობა მარტივია. საიტზე დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელი მისთვის სასურველ ყველა პროდუქტს კალათაში ათავსებს, შესაბამისი საფასურის ონლაინ გადახდას ახორციელებს, ხოლო Mara.ge-ის კურიერი, შეკვეთილ პროდუქციას მას, მეორე დღეს, სასურველ მისამართზე, მიუტანს. 25 ლარზე ზემოთ შენაძენის გაკეთების შემთხვევაში, თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება უფასოა, ხოლო რეგიონებში მომსახურების ღირებულება საშუალოდ 10-15 ლარია.
R