რა აკავშირებს ქეთა თოფურიას ყოფილ ქმარს დონალდ ტრამპთამ და რას საქმიანობენ მისი პირველი ცოლი და ქალიშვილი
რა აკავშირებს ქეთა თოფურიას ყოფილ ქმარს დონალდ ტრამპთამ და რას საქმიანობენ მისი პირველი ცოლი და ქალიშვილი
ქეთა თოფურიას პერსონა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს ქართულ და რუსულ მედიაში. მით უმეტეს, რომ ახალ-ახალი ამბები მის გარშემო არ ილევა. ამჯერად მისი ყოფილი ქმრის, ლევ გეიხმანის პერსონა გახდა განხილვის ობიექტი.

ცოტა ხნის წინ ქეთამ აღიარა ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან, რომ ქმართან ოთხწლიანი ქორწინების პერიოდში მათი ურთიერთობები თანდათან გაცივდა და განქორწინებამდე თავისთავად, ბუნებრივად მივიდნენ. ეს გარკვეულწილად გამოიწვია იმანაც, რომ წყვილი ერთად ვერ ატარებდა ბევრ დროს - ლევი ამერიკაში ცხოვრობდა და საქმიანობდა, ქეთა
- მოსკოვში და თვეში რამდენჯერმე ხედავდნენ ერთმანეთს. ქეთას დედა, ნატალია თოფურიამ ერთ-ერთ მაშინდელ ინტერვიუში წუხილიც კი გამოთქვა ამის გამო, რომ ოჯახი პრაქტიკულად ერთად არ ცხოვრობდა...

მხოლოდ ქმართან დაშორების მერე გაჩნდა ქეთას ცხოვრებაში სხვა მამაკაცი - რეპერ გუფის სახით, რომელსაც ასევე დაშორდა არც ისე დიდი ხანია, გუფის ღალატის გამო. 

გარკვეული პერიოდი მათი დაშორების შემდეგ (ეს 2017 წლის ივლისში გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის) რუსულ პრესაში წერდნენ იმაზე, რომ ეს მხოლოდ პიარი იყო და სინამდვილეში ქეთა კვლავ ქმართან ცხოვრობდა. რამდენიმე რუსი ექსპერტი იმასაც ამბობდა, რომ მხოლოდ სულელი დაცილდებოდა ასეთ გავლენიან და მდიდარ მამაკაცს, როგორიც გეიხმანია. თუმცა ფაქტია, განქორწინება მაინც მოხდა და ქეთასა და ლევის გზები გაიყო. ახლა
მხოლოდ შვილთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ხვდებიან ერთმანეთს და ოლივია ყველა უქმეებს მამასთან ატარებს. 
mshoblebi
ქეთასთან განქორწინების შემდეგ ლევი კვლავ ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას - ძირითადად ლოს-ანჯელესშია, იქ აქვს ბიზნესი, თუმცა ხშირად ჩამოდის მოსკოვში, სადაც ოლივიას გარდა, მისი უფროსი ქალიშვილი - სონია ცხოვრობს. სხვათა შორის, გერთან ქეთას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. უცნობია, ახლა თუ კონტაქტობენ.

სონია წლები ცხოვრობდა საზღვარგარეთ, თუმცა ახლა მოსკოვშია და იქ იღებს უმაღლეს განათლებას. საკმაოდ ლამაზი გოგონაა და ინსტაგრამზე ხშირად დებს ახალ-ახალ ფოტოებს. 
mshoblebi
სონია გეიხმანი
mshoblebi
ქეთა და სონია

ასევე რუსეთში ცხოვრობს სონიას დედა - ელენა კაზნაჩეევა, ლევ გეიხმანის პირველი ცოლი. სონია გარეგნულად დედას ჰგავს, რომელიც ასევე მშვენიერ ფორმაშია და როგორც მისი ინსტაგრამიდან ირკვევა, აქტიურ ცხოვრებას მისდევს, ბევრს ვარჯიშობს და მოგზაურობს. როგორც ჩანს, ყოფილ ცოლებს გეიხმანი ფინანსურად უზრუნველყოფილს ტოვებს. ცნობილია, რომ ქეთას დიზაინერული სახლის აწყობაშიც ის დაეხმარა და ახლა მომღერალს საკუთარი სახელობითი სამოსის შექმნა და წარმოება რომ შეუძლია, ამაში მისი ყოფილი ქმრის წვლილიც დიდია. მისი სამოსი სწორედ ამერიკულ ფაბრიკაში იკერება.
mshoblebi
ელენა კაზნაჩეევა - ლევ გეიხმანის პირველი ცოლი


დიდხანს არ კონკრეტდებოდა, რას საქმიანობდა თავად ლევ გეიხმანი. 47 წლის ლევი მოსკოვშია დაბადებული. თავდაპირველად გამოგონებებით გაითქვა სახელი - ტექნოლოგიურ სფეროში კარგად იცნობდნენ. 2000 წლიდან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა - დამწყები ბიზნესმენი ენერგორესურსების გამოყენების სახელმწიფო ინსპექციის მეთაურად დანიშნეს. მაშინ "საპატიო მენავთობის" წოდებითაც დააჯილდოვეს. 
მოგვიანებით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა და ამბობდა, რომ უცხოური საინვესტიციო ფონდის ინტერესებს წარმოადგენდა. "საკმაოდ მოკრძალებული წილი მაქვს ამ ფონდში, თუმცა ეს წილი ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ევროთი მატულობს", - განუცხადა წლების წინ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს. 
ახლა კი აღმოჩნდა, რომ მისი კომერციული პარტნიორი დონალდ ტრამპის სიძეა - ივანკა ტრამპის მეუღლე ჯარედ კუშნერი. ლევს და ჯარედს ერთობლივი პროექტები აქვთ კალიფორნიაში, სამშენებლო, ინტერნეტტექნოლოგიებისა და სასოფლო სამეურნეო სფეროებში და სწორედ ამიტომაა, რომ გეიხმანი ფაქტობრივად გადაცხოვრდა ამერიკაში და დროის ძირითად ნაწილს იქ ატარებს. 
mshoblebi
ქეთას სოციალურ ქსელშიც ხშირად საყვედურობენ, რომ "ასეთ მამაკაცზე" თქვა უარი. ფოტოების კომენტარებში, განსაკუთრებით იმ ფოტოების, რომლებზეც ოლივია მამასთან ერთადაა გადაღებული, ქართველი და რუსი ინტერნეტმომხმარებლები ხშირად უწერენ, რომ ასეთი კარგი ქმარი არ უნდა დაეკარგა და რომ მართლა კარგი წყვილი დაიშალა. 

8897
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
gio-s
0
ეჰ, გიო, მაგაზე დარდს თავი უნდა დაანებო და სამწუხაროდ ისწავლო, როგორ იცხოვრო მამის გარეშე. მამაჩემი ისე წავიდა, ერთხელაც არ მოუხედავს ჩემკენ. ერთხელ მაინც რომ დავერიგებინე ვინმეს, როგორ მოვრეოდი ჩემ თავს, ამდენი დარდი არ გამომყვებოდა. არ ვიცი, რამდენი წლის ხარ, მაგრამ ერთი რაც შემიძლია გირჩიო საკუთარი გამოცდილებიდან, სულ წინ იყურე, ისწავლე, იშრომე და შენი თავის განვითარებაზე იფიქრე. ფეხზე მყარად დადექი და შენი თავს კარგად უპატრონე.
16:04 / 11-02-2019
გიოს
0
არ ინერვიულო, შენ კარგი დედა გყავს ალბათ მამაზე აზრი რომ არ გაქვს შეცვლილი. გავა დრო და მამა მოვა აუცილებლად. ბედნიერი მომავალი მოგცეს ღმერთმა.
12:27 / 11-02-2019
მსგავსი სიახლეები
```