"პროფილის" გუშინდელ გადაცემაში ნინა წკრიალაშვილმა სუიციდის გარდა მამასთან ურთიერთობაზე და ქმრის ღალატზე ისაუბრა. საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში ნინამ მის მეგობარსა და ქმარს ერთად შეუსწრო. ამაზე მძიმე სანახავი ცოტა რამ თუ შეიძლება იყოს, სწორედ ამიტომ თქვა, ფაქტის შემდეგ რა მოხდა, რა გავაკეთე არ მახსოვსო...
რაც შეეხება მამასთან დაკავშირებულ საკითხს, იყო პერიოდი, როცა მამა-შვილი პრესის ფურცლებით კონტაქტობდა, მამა იმდენად გაბრაზებული იყო ნინაზე, რომ არ ელაპარაკებოდა. "ახლა მელაპარაკება, მაგრამ ამ გადაცემის შემდეგ შეიძლება, ხმა არ გამცეს", - თქვა მომღერალმა.
თეკლა ჟვანია
"ნინა, მოგვეცი პირობა, რომ სიცოცხლეს აქვს აზრი... მე, შემომხედე, მე ვარ ცოცხალი, წარმოიდგინე"