უკვე 10 წელი გახდა, რაც მომღერალი ჯაბა ბოჯგუა სიცოცხლისთვის იბრძვის. უგონო მდგომარეობაში მყოფ ჯაბას დედა და მოხუცი ბებია უვლიან.
ჯაბას დედამ, ქალბატონმა მანანა გვასალიამ ფეისბუქზე გამოქვეყნა წერილი, რომელიც ერთადერთ შვილს მიუძღვნა:
"8 თებერვლის დილა იყო მაშინაც... 10 წლის წლის წინ...
10 წელია ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლე შენ გამო მინდა…
10 წელია ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას…
10 წელია მინდა, შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო ….
10 წელია შენს გულს ვდარაჯობ....
10 წელია შენ ხარ გათენება ჩემი...
მიყვარხარ, დედი.....
შენით ვარსებობ და შენით ვსუნთქავ…
შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ..."
თეკლა ჟვანია