"უფროსი ვაჟი უცხოეთში სწავლობს... დასვენების დღეებს მხოლოდ შვილებთან ერთად ვატარებ" - თაკო ჩხეიძე ოჯახზე
"უფროსი ვაჟი უცხოეთში სწავლობს... დასვენების დღეებს მხოლოდ შვილებთან ერთად ვატარებ" - თაკო ჩხეიძე ოჯახზე

altვინ არის თაკო ჩხეიძის დიპლომატი მეუღლე?

იშვიათად თუ მოიძებნებოდა ადამიანი, ვინც ულამაზესი თაკო ჩხეიძის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი, თუმცა შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, როცა თაკომ და მისმა მეუღლემ სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანხა შესწირეს, ხალხის ნაწილი გაღიზიანდა... სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, საზოგადოების მითქმა-მოთქმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე თაკოს მეუღლის - რუსლან აბაშიძის დანიშვნის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია... თაკო ჩხეიძეს სააგენტოში ვესტუმრეთ
და მეტ-ნაკლებად ყველა საკითხზე ვესაუბრეთ, რაც საზოგადოებისთვის შესაძლოა, საინტერესო იყოს...

- თაკო, როდის გააცნობიერეთ საკუთარი მომხიბვლელობა?

-
ალბათ, როცა მოდელობა დავიწყე და ამ საქმეში წარმატებებს მივაღწიე. ჩვეულებრივად ვიზრდებოდი: სკოლაში, მუსიკაზე, ცეკვაზე დავდიოდი. ბებია-ბაბუის განებივრებული შვილიშვილი გახლდით. ჩემი გარეგნობა "ხაზგასმული" არ ყოფილა, პირიქით - ყოველთვის
მეგობრებზე მაღალი ვიყავი და მსურდა, უფრო დაბალი ვყოფილიყავი (იცინის).

- როგორ ფიქრობთ, სამოდელო სფეროს გარ
და, სად შეიძლებოდა გემუშავათ?

- ექიმების ოჯახიდან ვარ. ბავშვობაში ჯერ ექიმობა მინდოდა, მერე - მასწავლებლობა... კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ ხელოვნების სფეროში ვიტრიალებდი.

- თაკო, 3 შვილის აღზრდას და თქვენი კარიერის განვითარებას წარმატებით ახერხებდით თუ ამ ორ საქმეში ბალანსის დაცვა გიჭირდათ?

- ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო: არც ჩემს საქმეს მოვაკლდე და არც - შვილებს. საკმაოდ შრომატევადი საქმე მაქვს. ადამიანს ძლიერი და ერთგული გუნდი თუ არ გყავს, ძალიან გაგიჭირდება - მარტო წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ჩემი გუნდია, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ... დასვენების დღეებს მხოლოდ შვილებთან ერთად ვატარებ. დღის განმავლობაში, ისინიც დაკავებულები არიან და მეც. "თბილისის ფეშენ ვიკის" პერიოდში უფრო მეტად დაკავებული ვარ, მაგრამ ოჯახის წევრები მიგებენ - მათგან თანადგომას ვგრძნობ. სხვათა შორის, შვილებისთვის რჩევა ბევრჯერ მიკითხავს. თან, უკვე გაიზარდნენ და აანალიზებენ, დედა რას აკეთებს. ჩემი საქმეების შესახებ მათ ხშირად ვუყვები, რაც მოსწონთ. ადამიანისთვის ბავშვებთან ურთიერთობა პირველი ანტისტრესია. ბავშვები, მათთან ერთად გართობა (კინოში სიარული, სპექტაკლზე თუ კონცერტზე დასწრება, ხატვა, თამაში) ძალიან მიყვარს...
mshoblebi

- თქვენს შვილებს რა ინტერესები აქვთ?

- მოგეხსენებათ, 3 ვაჟი მყავს: უფროსი 18 წლის არის, შუათანა - 9-ის, უმცროსი კი 7-ის. უფროსი უცხოეთში სწავლობს - პირველ კურსზეა. უმცროსები სკოლაში დადიან, სპორტით არიან დაკავებულები, თხილამურებით კარგად სრიალებენ. ვცდილობთ ყოველ შაბათ-კვირას სასრიალოდ ვიაროთ. ინტერესიანი ბავშვები არიან, ამ ინტერესს კი მშობლების მხრიდან გაღრმავება სჭირდება. ლეგოები, რაღაცების აწყობა მოსწონთ. როგორც ყველა ბავშვს, მათაც გართობა უნდათ, თუმცა ვიცით, რომ სკოლისთვის განკუთვნილი პერიოდი მეცადინეობისთვისაა საჭირო, დასვენების დღეებში კი ბოლომდე ვერთობით.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- დიასახლისად მიგრძნია და ვგრძნობ კიდეც, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა (იცინის). ცუდი ხასიათისთვის დრო არ მაქვს. გარემო, სადაც ვცხოვრობ და გარშემო მყოფები, ჩემი საქმე მიყვარს. როცა ვიღვიძებ, ვხვდები - ცხოვრება მშვენიერია.
634
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```