მკვლელობა მოხდა რუსთავში. მეზობლების ინფორმაციით, 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძაა დაკავებული.
მათივე ცნობით, ბავშვს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ მიიღეს და ნარკოლოგიურში გაგზავნეს, სადაც ოჯახმა უსახსრობის გამო ვერ მოათავსა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.