"ეს დაავადება განკურნებადია, მაგრამ სანამ განიკურნება, ჯოჯოხეთს გადიხარ..." - "პირველი არხის" თანამშრომელი სიმსივნეს ებრძვის
"ეს დაავადება განკურნებადია, მაგრამ სანამ განიკურნება, ჯოჯოხეთს გადიხარ..." - "პირველი არხის" თანამშრომელი სიმსივნეს ებრძვის
31 წლის პრო­დი­უ­სერ­მა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი 2016 წელს თურ­ქეთ­ში ჩა­ი­ტა­რა. მერე თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ მო­რი­გი შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ა­ვა­დე­ბამ კვლავ იჩი­ნა თავი და მე­ტას­ტა­ზე­ბიც და­იძ­რა. მის და­სახ­მა­რებ­ლად კო­ლე­გე­ბი ისევ გა­ერ­თი­ან­დნენ და მა­რი­ამს ბოლო ოპე­რა­ცია 4 აპ­რილს თურ­ქეთ­ში ჩა­უ­ტარ­და. ახლა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას კვლავ დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა მო­რი­გი ოპე­რა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი თან­ხე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად.

ბო­ლოს ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მა­რი­ამს აქვს აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მის მე­ტას­ტა­ზი, რის­თვი­საც სა­ჭი­როა სას­წრა­ფო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა 7 500 დო­ლა­რი.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­გიძ­ლი­ათ, თან­ხა გა­და­რი­ცხოთ ან­გა­რი­შის ნო­მერ­ზე
- "თი­ბი­სი ბან­კი", GE96TB7722645061600017, მიმ­ღე­ბი მა­რი­კა ჭე­ლი­ძე

მა­რი­ამ­მა reitingi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ:

- ღა­მით თით­ქოს ვიხ­რჩო­ბო­დი, ვერ ვწვე­ბო­დი. მთელ ღა­მე­ებს ბა­ლიშ­ზე მი­ყუ­დე­ბუ­ლი ვა­ტა­რებ­დი. ფეხ­ზე ყოფ­ნი­სას სა­ერ­თოდ არა­ფერს ვგრძნობ­დი. ერთ-ერთ ცნო­ბილ ექიმს მი­ვა­კი­თხე, ექოს­კო­პი­აც გა­და­მი­ღო კის­რის არე­ში და მი­თხრა არა­ფე­რი გჭირ­სო. ამ დროს სის­ხლის ანა­ლიზ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იყო, მაგ­რამ ექოს­კო­პი­ამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ქარ­წყლა. ექი­მის დას­კვნა მაქვს, რომ არა­ფე­რი მჭირს. ეს ექი­მი მუ­შა­ობს ცნო­ბილ კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი დო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფოდ ით­ვლე­ბა.

მი­თხრეს ნერ­ვო­პა­თო­ლო­გი გჭირ­დე­ბაო. წა­ვე­დი ნერ­ვო­პა­თო­ლოგ­თან, მან მი­თხრა არა­ფე­რი გჭირს, რა­ღა­ცე­ებს იგო­ნებ და ფსი­ქი­ატ­რი უფრო გჭირ­დე­ბაო. მარი მა­ლა­ზო­ნი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს ცო­ცხა­ლი ვარ. მან და­ი­ჟი­ნა, და­ვით
მეტ­რე­ველ­თან მი­დიო. მხო­ლოდ მეტ­რე­ვე­ლი მიხ­ვდა რა მჭირ­და.

პირ­ვე­ლად 2016 წლის 27 ივ­ლისს გა­ვი­კე­თე თურ­ქეთ­ში. 6 სა­ათ­ზე მეტ­ხანს მი­კე­თებ­დნენ. ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის მიერ, სამი ჯირ­კვლი­დან აღე­ბუ­ლი ბი­ოფ­სი­ი­დან მხო­ლოდ ერ­თმა აჩ­ვე­ნა ავ­თვსი­ე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე. იმ ერ­თზე რომ არ შე­ე­ნიშ­ნათ, სა­ერ­თოდ ვერ გა­ვი­გებ­დი და დღეს ცო­ცხა­ლი აღარ ვიქ­ნე­ბო­დი.

ბევ­რი დას­ხი­ვე­ბა გა­მი­კე­თეს, რა­დი­ო­აქ­ტი­ურ იოდს მა­ს­მევ­დნენ, რომ მე­ტას­ტა­ზე­ბი გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ. ეს იგი­ვე ქი­მი­ო­თე­რა­პი­აა. ამ ნივ­თი­ე­რე­ბას რომ მა­ს­მევ­დნენ, 80 სა­ა­თი სრუ­ლი­ად მარ­ტო ვი­ყა­ვი მი­ნუს 7 სარ­თულ­ზე. ერთხელ იმ ტყვი­ის ოთახ­ში კო­მა­ში ჩავ­ვარ­დი. 6 სა­ათ­ში გა­მო­მიყ­ვა­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ორი თურ­ქი ექი­მი მყავს, მე­უბ­ნე­ბი­ან ისე ცუ­დად ხარ, გვიკ­ვირს აქამ­დე რო­გორ მო­დი­ხარ და კი­დევ ცო­ცხა­ლი რო­გორ ხარო. ალ­ბათ ღმერ­თს ვუყ­ვარ­ვარ და არ გამ­წი­რავს.

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ 31 წლის ასაკ­ში ასე ვუყ­ვარ­ვარ მე­გობ­რებს. პირ­ვე­ლად როცა გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი, ჩავ­წე­ქი ორი კვი­რა და ვე­ლო­დე­ბო­დი რო­დის მოვ­კვდე­ბო­დი. განაგრძეთ კითხვა
1906
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```