ვინ იყო 13 წლის ბიჭი, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ბიძას ემსხვერპლა
ვინ იყო 13 წლის ბიჭი, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ბიძას ემსხვერპლა
არსებული ინფორმაციით მამაკაცს, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ნარკომომხმარებელიც არის.

თუმცა ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ნარკომომხმარებელი არ არის, არამედ მას ბოლო პერიოდში გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათივე თქმით, 13 წლის ძმის შვილი ირემაძის ოჯახში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა და მას ბავშვი უზომოდ უყვარდა.

„ბავშვი ჩემი ნათლული იყო. უზომოდ უყვარდა ბიძას. ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან. დედა ცალკე
ცხოვრობს. მამა პოლონეთშია სამუშაოდ წასული. საშინელი ამბავი მოხდა. ჩემმა მეგობრებმა ფსიქიატრიულში წაიყვანეს გუშინ. იქ ადგილი არ ჰქონდათ და არ დაიტოვეს, ამიტომ იმავე კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობისთვის 3000 ლარი მოსთხოვეს. ამხელა თანხა არ ჰქონდათ და უკან წამოიყვანეს. ნარკოდამოკიდებული არ იყო. როგორც ირკვევა რაღაც ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. იმედია ერი უფრო მეტ სიყვარულს ისწავლის ერთმანეთის. ბოლო დროს ბევრი აგრესიაა დაგროვილი", - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ნათლიამ ამირან ჯანჯღავამ ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

მოკლული გოგიტა ირემაძე რუსთავის #15-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო.

რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე
დაკავებულია.
ინტერპრესნიუსი
15992
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
საბას
1
მართალი ბრძანდებით გულგრილობა ღუპავს ქვეყანას რიგორ შეიძლება ფულის უქონლობის გამო პაციენტი უკან გაუშვა ექიმებმა/ჯანდაცვამ დაიკიდეს და აჰა შედეგიც.. საიდან უნდა ქონიყო აბა 3 000 ლარი უბრალო მოკვდავს ჯიბეზე.. ფული თუ არა გაქვს წყალსაც წაუღიხარ ეგრეა რა
19:33 / 12-02-2019
Saba
0
სირცხვილი ექიმთან მისვლა და მკურნალობა კი არ არის, სირცხვილი ის არის მასეთ მდგომარეობაში სახლში რო გამოუშვეს ექიმებმა. ეგ ექიმები არიან მაგ უდანაშაულო ბავშვის მკვლელები. გამოდიან და რაგაც იდიოტობებს ლაპარაკობენ, წამლის ზემოქმედების ქვეშ რო ყოფილიყო მასეთ საშინელებას არ ჩაიდენდა. ამ უპატრონო ქვეყანაში მალე ყველა გავგიჯდებით და იმედია მერე მაინც აგვიშენებენ სტაციონალებს. მაგრამ ესენი იმას უმიზნებენ რო ყველა გავგიჯდეთ და ერტი ზაპრეტკა შემოგვარტყან.
18:18 / 11-02-2019
მსგავსი სიახლეები
```