მომღერალ ნუკა კვალიაშვილს ორი ვაჟი ჰყავს - ლუკა და ალექსანდრე. უფროსი ბიჭი უკვე 5 წლის გახდა და დედამ ემოციური წერილი მიუძღვნა სოციალურ ქსელში:
"და უკვე 5 წლის... მე ვარ უბედნიერესი დედა, დღეს 11 თებერვალს 3-დღიანი სამშობიარო აუტანელი ტკივილების მერე გავაჩინე ზუსტად ღამის 11 საათზე ღვთაებრივი ბიჭი, ჩემი პირველი შვილი ლუკა, რომელიც ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და ვის გამოც ჩემ სიცოცხლეს დავთმობ დაუფიქრებლად! გილოცავ, დე, ყველაზე ბედნიერი მინდა იყო და ყველაფერი ის გქონოდეს, რასაც დაიმსახურებ! მინდა, რომ გაიზარდო ნამდვილი ადამიანი ადამიანური თვისებებით და კაცი, რომელსაც არ შეეშლება, რა არის კაცობა და კაცური საქციელი...
შენ გვერდზე ვიქნები იქამდე, სანამ ვიცოცხლებ და სიცოცხლის შემდეგაც ყოველთვის ჩემი მფარველობის ქვეშ მეყოლები, შენ ხარ ჩემი ღვთაებრივი ადამიანი და გპირდები, რომ ვიქნები შენთვის ისეთი დედა, როგორსაც იმსახურებ! მიყვარხართ შენ და ალექსანდრე, ამ ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი თუ რამე არსებობს, ადამიანის დარქმეული "სიყვარულით" დაწყებული სამყაროში არსებული უძლიერესი შინაგანი გრძნობით დამთავრებული. სიყვარულით თქვენი არანორმალური "დე".
თეკლა ჟვანია
2 შვილის დედის ნუკა კვალიაშვილის ნავარჯიშევი სხეული ბევრს აოცებს