"ვულოცავ ჩემს გურულ ბაბუს, რომელიც მაძინებდა, მაჭმევდა, სკოლაში მატარებდა..." - დები გოგიჩაიშვილების ემოციური მილოცვა ბაბუს
"ვულოცავ ჩემს გურულ ბაბუს, რომელიც მაძინებდა, მაჭმევდა, სკოლაში მატარებდა..." - დები გოგიჩაიშვილების ემოციური მილოცვა ბაბუს
დებმა გოგიჩაიშვილებმა საყვარელ ბაბუს 81 წლის იუბილე ემოციურად მიულოცეს.

"მის საქართველო 2018" ნინი გოგიჩაიშვილი:

"50-ზე მეტი ფილმი და 70-ზე მეტი სპექტაკლი! დღეს ბაბუ 81 წლის გახდა, გავეხუმრე და ვუთხარი, 18 წლის ხდები-თქო, იმიტომ, რომ 18 წლის ბიჭივით გამოიყურება და სიცოცხლით სავსეა!
ვულოცავ ჩემს გურულ ბაბუს, რომელიც მაძინებდა, მაჭმევდა, სკოლაში მატარებდა და ინახავდა ჩვენს ყველა ნახატს!"
mshoblebi
ბატონი სოსო საყვარელ მეუღლესთან ერთად

მოდელი და ვიცე-მის საქართველო 2009 ნანუკა გოგიჩაიშვილი:
"ჩემი სიამაყე ბაბუს დაბადების დღეა!!! ჩემი ბავშვობის მეგობრის და სიამაყის! ქართული თეატრის დამსახურებული
არტისტის!!! 50-მდე ფილმში აქვს ნათამაშები, უამრავ სპეკტაკლში დღემდე წარმატებულია... მოთხოვნადი და წარმატებული თავის პროფესიაში. უბედნიერესი ვარ ჩემი სიმდიდრით. მიხარია!!! გილოცავ, ბაბუ ძალიან მიყვარხარ!!!"
mshoblebi
სოსო გოგიჩაიშვილი და ლეილა აბაშიძე

გოგიჩაიშვილების ოჯახის უხუცესი წევრი მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გახლავთ, რომელმაც ბევრი დასამახსოვრებელი გმირი აჩუქა მაყურებელს ფილმებში "დათა თუთაშხია", "მე ბებია, ილიკო და ილარიონი", "შეხვედრა წარსულთან", "თეთრი ბაირაღები".

გარდა კარგი მსახიობისა, ის კარგი ბაბუაც ყოფილა, ცნობილი შვილიშვილები ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები, მასზე ყოველთვის დიდი სითბოთი საუბრობენ. სწორედ ამ ურთიერთობების დამსახურებაა ალბათ ისიც, რომ გოგიჩაიშვილების ოჯახში უკვე წლებია სამი თაობა ერთად ცხოვრობს.

altროგორ ხვდებიან ახალ წელს გოგიჩაიშვილების ოჯახში


თეკლა ჟვანია
2708
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```