"ეს დაავადება წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამს!" - სამი შვილის დედა დახმარებას ითხოვს
"ეს დაავადება წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამს!" - სამი შვილის დედა დახმარებას ითხოვს
არ­სე­ბობს ტკი­ვი­ლი, რომ­ლის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა უძ­ნე­ლე­სია. სამი შვი­ლის დე­დის, ირი­ნა ქო­ბუ­ლა­ძის ტკი­ვი­ლიც ეს არის - ენით აღუ­წე­რე­ლი: რო­დე­საც სამი წლის წინ მი­თხრა, ჩემს 12 წლის გი­ორ­გის პა­ნენ­ცე­ფა­ლი­ტი და­ე­მარ­თა, ეს და­ა­ვა­დე­ბა ტვინს თი­შავს, და­მეხ­მა­რეთ, ასე არ მოხ­დე­სო, ამის შემ­დეგ კარ­გა ხანს იჯდა გა­ფით­რე­ბუ­ლი და უმე­ტყვე­ლო. ბო­ლოს ისევ მე ვკი­თხე, ეს რა და­ა­ვა­დე­ბაა-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა, წი­თე­ლა­ზე აუც­რელ ბავ­შვებს ემარ­თე­ბათ, გი­ორ­გის აცრა ცოტა და­ვუგ­ვი­ა­ნე, შვი­დი თვი­სა ავ­ცე­რი, წი­თე­ლა კი ექ­ვსი თვი­სას შეხ­ვდა და ბაქ­ტე­რია და­უ­ტო­ვა, რო­მე­ლიც 16 წლამ­დე ასაკ­ში იღ­ვი­ძებს და ტვინს ჭამ­სო!
თა­ვი­დან მეც ვერ მივ­ხვდი, ეს რა იყო, გი­ორ­გიმ თა­ვად მი­თხრა, დედა, მე ვიცი პა­ნენ­ცე­ფა­ლი­ტი რაც არის, სიკ­ვდი­ლი­აო!

და­მე­თან­ხმე­ბით, ამის მოს­მე­ნა ად­ვი­ლი არ იყო, მით უფრო, და­წე­რა. მაგ­რამ უნდა და­მე­წე­რა - ადა­მი­ა­ნებს ამან სი­კე­თის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გა­ნად­გუ­რე­ბულ დე­დას კი გუ­ლის მო­ო­ხე­ბის, რომ შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რაც დე­დამ უნდა გა­ა­კე­თოს. თუმ­ცა კი ამა­ოდ. გი­ორ­გი სამი წე­ლი­წა­დია კო­მა­შია, დე­და­მი­სი კი ისევ იმა­ზე ფიქ­რობს, რომ მისი გი­ორ­გის სუნ­თქვა არ შე­წყდეს.

- ის დღე­ე­ბი რომ მახ­სენ­დე­ბა, როცა გი­ორ­გი ნელ-ნელა ეცე­მო­და, ამ ქვეყ­ნი­დან გაქ­რო­ბა მინ­და, მაგ­რამ ასე როდი ყო­ფი­ლა. როცა ამ­ბო­ბენ, უფა­ლი ადა­მი­ანს იმა­ზე მეტ გან­საც­დელს არ
მის­ცემს, რისი გაძ­ლე­ბაც არ შე­უძ­ლი­აო, მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა, ახლა ყვე­ლა­ფერს გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ვა­კე­თებ. ყვე­ლა­ზე ძნე­ლი წუ­თე­ბი ის იყო, როცა ვხე­დავ­დი, რო­გორ უძ­ლურ­დე­ბო­და ჩემი ჭკვი­ა­ნი და ლა­მა­ზი ბიჭი, რო­გორ უსუს­ტდე­ბო­და მუხ­ლე­ბი, რო­გორ მი­ათ­რევ­და ფე­ხებს, რო­გორ და­ე­ჭი­მა და გა­უ­შეშ­და ხე­ლე­ბი, ფე­ხე­ბი და ყვე­ლა ნაკ­ვთი, ახლა კი მხო­ლოდ უნდა ვა­ცო­ცხლო და კი­დეც ვა­ცო­ცხლებ.


alt"ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება წითელას აფეთქებას 10-15 წლის შემდეგ" - პაატა იმნაძე საშიშ ეპიდემიებზე




- გი­ორ­გი ხვდე­ბო­და მის თავს რა იყო?

- უკვე ვე­ღარ. ნელ-ნელა ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვი­წყდა, ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ჩემი სა­ხე­ლიც კი. მხო­ლოდ სი­ტყვა "დედა" ახ­სოვ­და და გა­მუდ­მე­ბით მე­ძახ­და. სულ ჩემ გვერ­დით ყოფ­ნა უნ­დო­და, რომ გულ­ში ჩა­მეკ­რა იმ პა­ტა­რა ჩვი­ლი გი­ორ­გი­ვით, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც მყავ­და. ერთ სა­ში­ნელ დღეს ყბე­ბიც შე­ეკ­რა, რომ ვე­ღარ გა­ვუხ­სე­ნით, იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ და ამით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ ის შეძ­ლეს, რომ გი­ორ­გის­თვის ზონ­დით საჭ­მლის მი­ცე­მა მას­წავ­ლეს.
განაგრძეთ კითხვა
5222
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
irma
0
ვერ გავიგე 7თვის ავცერი და 6 ტვისას დაემართა თუ გადაიტანა ბავშვმა წიყთელა რატომ აცერით???
19:42 / 12-02-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```