ცნობილ სუპერმოდელს დღეს ვერავინ სცნობს - ის ქუჩაში მოწყალებას ითხოვს
ცნობილ სუპერმოდელს დღეს ვერავინ სცნობს - ის ქუჩაში მოწყალებას ითხოვს
80-იანი წლების ბოლოს მოდის ინდუსტრიაში ესპანელ ლამაზმანს - ნასტასია ურბანოს ყველა იცნობდა. ის მსოფლიომ გაიცნო მას შემდეგ, რაც ფრანგულმა მოდის სახლმა Yves Saint Lauren-მა მასთან კონტრაქტი გააფორმა. 1988 წელს პარფიუმ "ოპიუმ"-ის სახე გახდა. ლამაზმანმა ლინდა ევანგელისტა შეცვალა.
mshoblebi
1992 წელს მისთვის რეკლამა გადაიღო თვით დევიდ ლინჩმა! ვიდეორგოლი ისეთი გულახდილი და პიკანტური გამოვიდა, რომ რამდენიმე ქვეყანაში აკრძალეს მისი ჩვენება. გავიდა დრო და ყოფილი სუპერ მოდელი, რომლის ფოტოებიც ამშვენებდნენ ჟურნალ "Vogue"-ის გარეკანს - ქუჩაში აღმოჩნდა.
mshoblebi
ამჟამად ნასტასი 57 წლისაა, მოწყალებას ითხოვს მშობლიური ბარსელონას
ქუჩებში, ღამეს ბანკის ფოიეში ათევს. იქ, სადაც ხელმისაწვდომია სადღეღამისო ბანკომატით სარგებლობა. ზოგჯერ რომელიმე ახლობლებიც მისცემს ღამის გასათევს.
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
ურბანს უყვარს მეფური ყოფის და დაუვიწყარი ფუფუნების გახსენება: "ოდესღაც ცხოვრების რჩეული ვიყავი. 20 წლის ასაკში დავიპყარი ევროპის პოდიუმი და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრე. ჩემთან კონტრაქტი გააფორმა ნიუ-იორკის ცნობილმა სააგენტო - Ford Models-მა. ნამდვილ ზღაპარში ვცხოვრობდი. ერთ დღეს ვსადილობდი ჯეკ ნიკოლსონთან, მეორე დღეს - ენდი უორჰოლთან. საფრანგეთში მიმიწვია რომან პალანსკიმ, ლოს-ანჯელესში ვერთობოდი მელანი გრიფიტთან და დონა ჯონსონთან. საიმონი და გარფანკელი ჩემთვის მღეროდნენ!"
მოდელი მიწვეული იყო მადონასა და შონ პენის ქორწილში.
mshoblebi
mshoblebi
კარიერის პიკში შეხვდა მამაკაცს, რომელმაც მაშინვე დაიპყრო
მოდელის გული. "ნაცნობობის მეორე დღესვე გამომიცხადა, რომ სჭირდებოდა უკანასკნელი მოდელის BMW. მეც სულელმა მაშინვე გამოვუწერე ჩეკი", - იხსენებს ნასტასია. ამ კაცს ცოლად გაჰყვა, გააჩინა ორი შვილი და იძულებული გახდა, მიეტოვებინა კარიერა. ქმარი არსად მუშაობდა, მხოლოდ ფლანგავდა ცოლის ფულებს. როდესაც ყველანაირი სახსრები გამოელიათ, მან ცოლ-შვილიც მიატოვა: "აღარაფერი მქონდა დარჩენილი ტანისამოსის გარდა, რაც ტანზე მეცვა. სახლის გადასახადებს ვეღარ ვიხდიდი და გამომასახლეს ბინიდან".
mshoblebi
mshoblebi
ურბანო არ ეკონტაქტება შვილებს, რადგან რცხვენია თავისი მდგომარეობის. "დავიღალე, მინდა ვიცხოვრო და არა ვიცოცხლო. ვოცნებობ ვაჩვენო ჩემს შვილებს, რომ ყველაფერი კარგად მაქვს, მინდა, რომ იამაყონ ჩემით", - ამბობს ნასტა.

altსილამაზის დედოფალი მუხლებზე დაეშვა დედის წინაშე, რომელიც მეეზოვედ მუშაობს


13792
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ზურა
0
შემეცოდა, სავარაუდოდ თვითონაც არ დააკლებდა ფლანგვას და გულაობას, მარა ასეთი დანარცხება საცოდაობაა, უმაგრესი ქალი იყო..
12:45 / 13-02-2019
???-ს
11
ძალიანაც კარგია კაპიტალიზმი. ვიღაც უტვინომ ფული ფლანგოს და კაცს აფლანგვინოს, სახელმწიფომ რატომ უნდა მისცეს ბინა? რა ქოცური და მათხოვრული აზროვნებაა
22:54 / 12-02-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```