მომღერალი ლელა წურწუმია დღეს 50 წლის გახდა. იუბილეს სოციალურ ქსელში ემოციურად ულოცავენ მეუღლე, ქალიშვილი და მეგობრები:
კახა მამულაშვილი, მამულიჩა:
"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მონაპოვარი, ყველაზე ერთგული და სანდო მეგობარი. გილოცავ ლელ - 50".
მარიკო მამულაშვილი:
"დეე, გილოცავ 50 წლის იუბილეს. სასწაულად მიყვარხარ. მინდა, რომ სულ ბედნიერს გხედავდე..."
ეკა ხოფერია:
"თებერვლის, სხვაგვარად კი სიყვარულის თვეში თუ დაიბადებოდა გოგო, რომელმაც იცის ნამდვილი სიყვარულიც და მეგობრობაც. ჩემი საქმიანობის ძალიან ბევრი დღე და დიდი ნაწილი უკავია დღევანდელ იუბილარს.
ლელა წურწუმია 50!!!! როგორი ამბავია არა? მაგარი. გილოცავ, ლელა".
ხატია შამუგია:
"მეგობარი, რომელიც 22 წელია მაბედნიერებს, მეიმედება და ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან!
ჩემი კრასავიცობა გოგო დღეს იუბილარია და თუ ვინმე დაიჯერებთ ამ ამბავს, რომ ჯეი ლო და ლელკას ორივეს მრგვალი თარიღი აქვთ, მაშინ გილოცავ დაშკ!"
"ჩემს შვილს ჩემმა პროფესიამ მშობლები წაართვა... ვიცი, რომ ბოლოს მისაყვედურებს"...