"ეწყინა რჩევა, რას ლაპარაკობ, მამა, "დასატორმუზებლად" ჩამოვედიო?!" - რას იხსენებს გარდაცვლილი სპორტსმენის მამა
"ეწყინა რჩევა, რას ლაპარაკობ, მამა, "დასატორმუზებლად" ჩამოვედიო?!" - რას იხსენებს გარდაცვლილი სპორტსმენის მამა
9 წელი გა­ვი­და კა­ნა­დის ქა­ლაქ ვან­კუ­ვერ­ში ზამ­თრის 21-ე ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის სა­ზე­ი­მო გახ­სნამ­დე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მო­ცი­გა­ვის, ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

ვან­კუ­ვე­რის 2010 წლის ზამ­თრის XXI ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ტრა­გი­კუ­ლად და­ი­წყო. მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ შეძ­რა მთე­ლი მსოფ­ლიო. თა­მა­შე­ბის გახ­სნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნი­ის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, 12 თე­ბერ­ვალს, უისტლე­რის სა­ცი­გაო ტრა­სა­ზე საც­დე­ლი დაშ­ვე­ბი­სას ქარ­თვე­ლი მო­ცი­გა­ვე ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი ფა­ტა­ლურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. მისი ციგა ტრა­სი­დან ამო­ვარ­და და რკი­ნის ჯე­ბი­რებს შე­ე­ჯა­ხა.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზად, სპორ­ტსმე­ნის გა­მო­უც­დე­ლო­ბას ასა­ხე­ლებ­დნენ, რა­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ და აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ
მო­ცი­გა­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლებ­ლე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ კი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბის დას­კვნის თა­ნახ­მად, ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზად ტრა­სის გა­უ­მარ­თა­ო­ბა და­სა­ხელ­და.

რო­გორც Sportall.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ნო­და­რის მამა და­ვით ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა, რომ 21 წლის ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვა სა­ცი­გუ­რაო ტრა­სის ბრა­ლი იყო.

- ჩა­მო­ვი­და დე­ლე­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რეს, რომ ტრა­გე­დია ტრა­სის გა­უ­მარ­თა­ო­ბამ გა­მო­იწ­ვია. გერ­მა­ნე­ლი, რო­მე­ლიც შე­ჯიბ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და, ნო­და­რის ორ­მოც­ზე იყო ჩა­მო­სუ­ლი და სა­ხალ­ხოდ თქვა, ნო­და­რი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენც რო­მე­ლი­მე და­ვი­ღუ­პე­ბო­დი­თო. ნო­დარ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ჩვე­ნი სი­ცო­ცხლეო.

- დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ გა­მო­ას­წო­რეს ტრა­სის ხარ­ვე­ზი?


- იმ ღა­მეს­ვე და­ი­წყეს ტრა­სის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც იმ­ტვრე­ოდ­ნენ სპორ­ტსმე­ნე­ბი.

- რო­გორც თქვე­ნი სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რე­ბით ცნო­ბი­ლია, ნო­დარს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტრა­სა იყო სა­ში­ში. ას­პა­რე­ზო­ბამ­დე ხომ არ გი­სა­უბ­რი­ათ მამა-შვილს ამ სა­კი­თხზე?


- მა­ნამ, სა­ნამ ვარ­ჯი­შე­ბი და­ი­წყე­ბო­და, ტე­ლე­ფო­ნით მე­ლა­პა­რა­კა, მი­თხრა, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ვი­რა­ჟი­აო. მე ვუ­თხა­რი, თავს ნუ ჩა­იგ­დებ საფრ­თხე­ში, "და­ა­ტორ­მუ­ზე"-მეთ­ქი, არ გა­რის­კო-მეთ­ქი. ეწყი­ნა ჩემი ეს რჩე­ვა, ძა­ლი­ან გა­მიბ­რაზ­და, ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა... რას ლა­პა­რა­კობ, მა­მაო, "და­სა­ტორ­მუ­ზებ­ლად" ჩა­მო­ვე­დიო?! იხილეთ სრულად
986
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```