სიახლეებიკალეიდოსკოპი
დაიწყო თუ არა გრიპის მეორე ტალღა - პასუხი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან
დაიწყო თუ არა გრიპის მეორე ტალღა - პასუხი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან
საქართველოში გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა მკვეთრად შემცირდა. ამასთან დკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს. გასული კვირის მონაცემებით, წინა ორ კვირასთან შედარებით, მიმართვიანობა საგრძნობლადაა შემცირებული. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მოლოდინი თებერვალში გრიპის მეორე ტალღის დაწყებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გამართლდა.

- მეორე ტალღა არ დაწყებულა. გრიპის სეზონი იწყება დაახლოებით სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბერში და გრძელდება გაზაფხულამდე. ამ პერიოდში მეტ-ნაკლები ინტენსივობით მოგვცეს მატება-კლების სხვადასხვაგვარი ტენდენცია, თუმცა ამ ეტაპზე, იმდენად მკვეთრი
ვარდნაა, რომ მატების ტენდენციის ნიშანი არ ჩანს. გასულ თვეებში გრიპის ვირუსი პიკის ზღვარს არც მიახლოებია. წლევანდელ სეზონზე იყო სეზონისთვის დამახასიათებელი მატების ტენდენციები. ასეთი ტენდენციები გვაქვს თითქმის ყველა სეზონზე. გასული სეზონი გამოირჩეოდა ძალიან დაბალი მაჩვენებლით. დანარჩენ ყველა სხვა სეზონზე იყო მაღალი მაჩვენებლები. ამიტომ, პრევენციული ღონისძიებები ისეთივეა, როგორც სხვა დროს, - უპასუხეს mshoblebi.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, - ამ სეზონის დასაწყისში ვაქცინაცია უფასო იყო რისკჯგუფებში. ვაქცინის მოქმედების ვადა 6 თვეა. განსაკუთრებულ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, რომელთათვისაც ქვეყანაში ვაქცინის მარაგი არის. უცვლელია რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა გრიპის ვირუსისაგან თავდასაცავად: ვაქცინა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.
თამუნა იაკობაშვილი

alt

თუ არა გრიპის მეორე ტალღა - პასუხი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან" />როგორ ხასიათდება გრიპის მეორე ტალღა და შეიძლება თუ არა გრიპსა და წითელაზე ერთდროულად ავიცრათ - ეპიდემიოლოგის პასუხი


altროგორ მოვამზადოთ ბავშვები გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის და რა მოხდება, თუ გრიპი აცრიდან მალევე დაგემართათ


ბეჭდვა