პატარა ბიჭუნა, რომლის ნაცეკვმა "რაჭულმა", სრულიად სოციალური ქსელი მონუსხა, ვალერი გობეჯიშვილია. მისი ცეკვის ამსახველი ვიდეო დიდი ხნის წინ არის გადაღებული ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში.
- როგორც mshoblebi.ge - სთან საუბარში ვალერის დედა მაია ლობჟანიძე აღნიშნავს, შვილს ძალიან უყვარს ცეკვა და "რაჭულის" გარდა სხვა ცეკვებიც იცის. თუმცა "რაჭული", რომლითაც ხალხმა გაიცნო, ბავშვმა თავად ისწავლა.
- როცა ვიდეო გადაუღეს სოფელ ღებში, მაშინ არ დადიოდა ცეკვაზე. ახლა 9 წლის არის, ორი წელია ცეკვაზეც დადის და ფანდურზეც. ვიდეოში რომ ბებო ჩანს, ის არ არის ვალერის ბებია, მეზობელია, რომელიც ასე ართობდა ხოლმე ჩვენს ბიჭს.
რუსკა კილასონია