ვალენტინობას საქართველოში უამრავი წყვილი აღნიშნავს. ადამიანებს უბრალოდ მოსწონთ და ეზეიმებათ სიყვარულის დღე, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ვალენტინობის დღის აღნიშნვა სულ არ მიაჩნიათ საჭიროდ ან უბრალოდ ეზარებათ ამისთვის დროის გამოყოფა.
ბევრმა არც იცის, საიდან "გამოგვეცხადა" წმინდა ვალენტინი და საიდან იღებს სათავეს ვალენტინობის დღესასწაული.
წმიდა ვალენტინი გახლდათ რეალურად ისტორიული პიროვნება, წმიდანი, რომელიც მესამე საუკუნეში ცხოვრობდა და ეპისკოპოსი იყო.. იგი 270 წელს მოწამეობრივად აღესრულა. თუ რატომ დაუკავშირდა მას სწორედ 14 თებერვალი, ამაზე ახრთა სხვადასხვაობა არსებობს - ერტ-ერთი ვერსიით, 14 თებერვალი მისი გარდაცვალების დღე იყო. მეორე ვერსიით, ეს დღე ეკლესიამ წარმართული დღესასწაულის - ლუპერკალების ჩასანაცვლებლად გამოიყენა, რომელიც ასევე 14 თებერვალს აღინიშნებოდა. ანუ წმინდა ვალენტინის ხსენების დღეს ხალხი წარმართული დღესასწაული ნაცვლად ეკლასიაში მივიდოდა და სიყვარულის მფარველ წმინდაზე ქადაგებას მოისმენდა.
ასე იყო თუ ისე, 14 თებერვალი საბოლოოდ "დაისაკუთრეს" შეყვარებულებმა და სიყვარულის მოტრფიალე ადამიანებმა. მართლაც რა მნიშვნელობა აქვს თარიღის წარმომავლობას, როცა გული სიყვარულით გაქვს სავსე და გინდა საყვარელ ადამიანს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქო. ლამაზი დღეები კი მყუდრო და კომფორტული გარემოს გარეშე წარმოუდგენელია. ადგილი, სადაც თქვენი გრძნობების ლამაზად გამოხატვას შეძლებთ, სად უნდა ეძებოთ, თუ არა პიატოში – სწორედ ამ გარემოში გრძნობენ წყვილები თავს ყველაზე კომფორტულად და ამაღლებულად. აქ არ დაგხვდებათ პომპეზურობით დამღლელი გარემო, არც ხმაურიანი მუსიკა და გაცვეთილი პროგრამები მოგაბეზრებთ თავს.
პიატო პირველ რიგში სისადავითა და მყუდრო, გემოვნებიანი ინტერიერით მოგხიბლავთ. სპეციალურად ამ დღისთვის, შეყვარებულებს საგანგებოდ მოწყობილი სივრცე, მოხატული სანთლებით გაფორმებული მაგიდები დახვდებათ, რომლის დასაფენი ხელსახოცებიც კი სიყვარულის თემაზე იქნება შექმნილი. ტრადიციულად ამ საფენებზე ქალაქობანას თამაში იყო დატანილი, ახლა კი ამ დასაფენით შეძლებთ გაიგოთ, რამდენად კარგად იცნობთ პარტნიორს. უპასუხებთ საფენზე მოცემულ შეკითხვებს - მაგალითად, რომელია თქვენი მეგობრის საყვარელი კერძი, რა არის მისი ჰობი, საყვარელი ფილმი და ა.შ.
პიატოში მისულ ყველა წყვილს უფასო ყავა და გულის ფორმის ტკბილი ორცხობილა ერგება. ყავაზე კი რასაც მოისურვებთ, იამს დაგიწერენ ან დაგიხატავენ სპეციალური სელფიჩინოს აპარატით. დარწმუნებული იყავით, რომ ვერცერთი შეყვარებული ამ სიურპრიზისადმი გულგრილი ვერ დარჩება.
წყვილებს ასევე აჩუქებენ წიგნის სანიშნებს, რომელზეც სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო ფრაზები ეწერება
მოკლედ, 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით პიატოში განსხვავებული პროგრამა, სასიამოვნო გარემო და უამრავი საჩუქარი გელით.
ჭავჭავაძის 7 -ში მდებარე პიატოს ფილიალში თქვენთვის მუსიკოსები პაპუნა ღვინიაშვილი და თაკო გველესიანი წარსდგებიან.
კანდელაკის 7-ში მდებარე პიატო ში პიანისტი ლუკა ტაბატაძე დაუკრავს .
ბათუმის ფილიალში მარიამ ტორონჯაძეს და გიორგი ტუღუშს მოუსმენთ.
თელავის პიატო კი მუსიკოსს ზურა ზაქარიაძეს იგივე "პაპას" უმასპინძლებს.
ეს იქნება საღამო, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
პროგრამის დასაწყისი: 19:00 სთ.