მომღერალი სოფო ბედია 2018 წლის მიწურულს მეორედ გახდა დედა. მას და მიშა მესხს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ანდრია დაარქვეს. სოფო საკმაოდ აქტიური ორსული იყო, ფეხმძიმობის ბოლო თვეებამდე სცენაზეც იდგა და ეკრანზეც ხშირად ჩნდებოდა.
სოფოს პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს ნიკოლოზი, რომელიც სულმოუთქმელად ელოდა დედმამიშვილის დაბადებას.
მიშასთვის ეს პირველი ქორწინებაა და მამობასაც ახლა უგებს გემოს. სოფო და მიშა 2015 წელს დაქორწინდნენ, მას შემდეგ დიდი სურვილი ჰქონდათ, საერთო შვილი ჰყოლოდათ და დაახლოებით სამი წლის თავზე ქვეყანას ანდრია მესხი მოევლინა. მშობლები აქამდე ახალშობილის ფოტოებს არ ასაჯაროებდნენ, სულ რამდენიმე წუთის წინ კი დედამ საზოგადოებას სოციალურ ქსელში ანდრია წარუდგინა, მისი ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: "გაიცანით ანდრია მესხი".
თეკლა ჟვანია