"მე ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ არც აიფონები და არც ინტერნეტით სარგებლობენ" - ანუკი არეშიძე
თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის მიმართ ინტერესი არ ცხრება. ანუკი არეშიძეს პიანისტმა თათია შარანგიამ საკუთარ ინტერნეტგადაცემა "სთორიში" უმასპინძლა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ანუკი სამოდელო სააგენტოში თურმე იმიტომ მიუყვანიათ, რომ ძალიან ბიჭური გოგო იყო და უნდოდათ, სინაზე და ქალურობა შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ დედა მის მიმართ ყოველთვის კრიტიკულადაა განწყობილი, ამბობს, რომ დედა მისთვის ყოველთვის სამაგლითოა და მისი აზრი დღემდე ანუკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 



კახას და
ანუკის სასიყვარულო ისტორია იტალიაში დაიწყო, 11 წლით უფროს წარმატებულ ფეხბურთელს 2 თვე დასჭირდა მოდელი გოგონას გულის მოსაგებად, სულ რაღაც 6 თვეში კი უკვე ოჯახი შექმნეს. "სიჩუმით გამოხატავდა სიყვარულს, შიგნიდან იწვოდა, თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერიო" - აღნიშნა თვალებანთებულმა დიზაინერმა. ქალაქის მერის მეორენახევარს გაუჭირდა პასუხის გაცემა კითხვაზე, როდის იყო კახა ბედნიერი, როცა იყო ფეხბურთელი თუ ახლა, თუმცა ის კი დანანებით თქვა, რომ ხანდახან დღე ისე გადის, რომ ქმარს ვერ ნახულობს. ნეტა ვიჩხუბოთ ხოლმე, მაგრამ ამის დროც არ გვაქვსო.

როგორც ინტერვიუდან გაირკვა ანუკის თურმე მაღალმთიანი სოფელში სურს ცხოვრება, სადაც ზარებშებმული ძროხების ხმა გააღვიძებს,
ექნება ვენახი, ბაღი და ბოსტანი. თუმცა შვილები, ოჯახი ჯერჯერობით ამის საშუალებას არ აძლევს. მოგეხსენებათ, დიზაინერი 4 ბიჭის დედაა, როგორც თავად ამბობს, მკაცრია, შვილებს მისი შიშიც აქვთ და რიდიც. "მე ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ, არც აიფონები და არც ძვირადღირებული ტელეფონები, არც ინტერნეტით სარგებლობენ და არც სოციალური ქსელებით" - თქვა ანუკიმ ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, 4 საკეისრო მაქვს გაკეთებული, რომ ვიცოდე, მეხუთე გოგო მეყოლება, გავაჩენო". - ესეც აღნიშნა საუბრის ბოლოს.

თეკლა ჟვანია

22423
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
ნინი
1
კაი რა,10 სურათიდან შენს შვილებს 8სურათში აიფონი უჭირავთ და თავებით შიგნით არიან და ოპელი ვერ გევიგე???
11:06 / 18-02-2019
მე
2
ნუ გამოგყავთ ისე, ყველა ბოღმა და შურიანია. უბრალოდ, ცოტა გამაღიზიანებელია მოისმინო როგორ ზრდიან მილიონერები შვილებს ამ გაღატაკებულ ქვეყანაში, სადაც ინტერნეტი და ტელეფონი კი არა, პურის გარდა თუ სხვა საჭმელი არსებობს ისიც კი არ იცის ბევრმა ბავშვმა. ეს უნდა იყოს ყველა გადაცემაში სალაპარაკო და არა ის, თუ როგორ ცხოვრობენ და ზრდიან შვილებს კალაძე, ხაზარაძე, უგულავა და ა.შ.
22:45 / 17-02-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```