წინა თაობებისგან განსხვავებით, ისინი უფრო სწრაფად "ისრუტავენ" ინფორმაციას, ადვილად უღებენ ალღოს ახალ ტექნოლოგიებს, მაგრამ ამასთან საერთოდ არ ინტერესდებიან იმით, რა მისწრაფებებიც ჰქონდათ მათ მშობლებს. ბავშვის ძლიერი მხარეების გამოყენებით, შეგიძლიათ დაეხმაროთ მას გახდეს უფრო დამოუკიდებელი და წარმატებული. წაიკითხეთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს!
როდესაც მშობელი ბავშვს მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ის მაშინვე იწყებს შეცდომების დაშვებას. მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ და არ შეეცადოთ ისევ თქვენი კონტროლის ქვეშ მოაქციოთ ბავშვი. მიეცით უფლება დაუშვან შეცდომები, ჩაერიეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი შედეგი საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ამასთან აუცილებლად მოუწყვეთ მსუბუქი "გარჩევა" ისე, რომ თან დაეხმაროთ იაროს წინ დამოუკიდებლად- პატარ-პატარა ნაბიჯებით.
დროის დაგეგმვა
ისე, როგორც ყველა ბედნიერი ადამიანი, ბავშვები საათს არ ითვალისწინებენ, ამიტომ აუცილებელია თავისი საქმიაობის დაგეგმარება. დასაწყისისთვის ასწავლეთ საათობრივი დროის განსაზღვრა და შესთავაზეთ ელექტრონული დღიურის წარმოება. კვირაში ერთხელ გააკონტროლეთ მისი აკადემიური მოსწრება, რათა მინიჭებულმა "თავისუფლებამ" თავბრუ არ დაახვიოს.
თავისუფლება გადაადგილების დროს
როდესაც ბავშვს სთავაზობთ დამოუკიდებლად გადაადგილებას ქალაქში, აუცილებლად ჩაუტარეთ რეპეტიცია. მაშინაც კი, თუ "გენერალურმა რეპეტიციამ წარმატებით ჩაიარა, აუცილებლად აუხსენით თუ როგორ მოიქცეს, თუ "თავის" ავტობუსის ნომერი შეეშალა.
ფულთან ურთიერთობა
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური დამოუკიდებლობისგან ჯერ შორს არიან, ფულთან ურთიერთობა პირველი კლასიდან იწყება, რათა მიეჩვიოს, რომ ფულის მოპოვება ყოველთვის რთულია, ვიდრე დახარჯვა.
ეკონომიის სწავლა არ უნდა იყოს სტრესული. ნუ მოსთხოვთ ბავშვს, რომ თითოეულ კაპიკზე გააკეთონ ეკონომია. მთავარია ისწავლოს მის მიერ შეძენილი პროდუქტის მიზნობრიობა.
მოახდინეთ დაზოგილი თანხის დემონსტრირება.მაგ: თუ ყოველ დღე არ იყიდის კარამელის კანფეტებს, მთელი თვის მანძილზე შეუძლია დააგროვოს სათამაშოს საყიდელი თანხა: ასე კბილებიც გადარჩება დაზიანებას და მეტ სიამოვნებასაც მიიღებს.
საბანკო ბარათის გამოყენება
როდესაც ბავშვს სკოლისთვის ჯიბის ფულს ატანთ, მნიშვნელოვანია მიაჩვიოთ, რომ მხოლოდ გასართობად კი არა, საკვებისთვისაც უნდა დაიტოვოს, ტრანსპორტისთვის და ოჯახის წევრების მცირე საჩუქრისთვის. მაშინ დაინახავთ, მზად არის თუ არა ბავშვი დამოუკიდებლობისათვის და მსგავსი ქმედებებისთვის. ნუ აღიქვამთ ამას როგორც თქვენს პედაგოგიურ ფიასკოს. აიღეთ ტაიმ-აუტი და გარკვეული დროის შემდეგ სცადეთ ისევ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დამოუკიდებლობის გამოცდილება (ნეგატიურიც კი), ბავშვს მხოლოდ სარგებელს მოუტანს!