ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ დასვენების დღეებში უმჯობესია ბავშვი მოწყდეს ყოველდღიურ გარემოს და სრულიად სხვა სივრცეში განიტვირთოს. ამიტომ მშობლები ყოველთვის ყურადღებით ეძებენ ადგილებს, სადაც გარემოც და გასართობი პროგრამაც კარგად დაგეგმილი, სწორად შერჩეული და ბავშვებისთვის სიხარულის მომტანი იქნება. თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ შაბათ-კვირა ბავშვისთვის, ეს ინფორმაცია ნამდვილად დაგაინტერესებთ. 17 თებერვალს, კვირას სათამაშოების მაღაზია "პეპელა" (თბილისი მოლი) დიდ საბავშვო დღესასწაულზე გიწვევთ. სამაგიდო, შემეცნებითი და აქტიური თამაშები ნამდვილად გაახალისებენ თქვენს პატარებს.
გელოდებათ გრანდიოზული ქიმიური შოუ, სახის მოხატვა, თამაში მაღაზია "პეპელას" ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებით, რომლებსაც იქვე გახსნიან და ყველა ბავშვს შეეძლება, ითამაშოს. როგორც ყოველთვის, თამაშისას ბავშვები სასუსნავებსაც ითხოვენ. ამიტომ მაღაზია "პეპელა" და ღონისძიების პარტნიორები "ჩერო" და "ზედაზენი" ბავშვებს ნაირ-ნაირი ტკბილეული და უგემრიელესი წვენებით გაუმასპინძლდებიან.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი, ბავშვებისთვის სრულიად უფასოა. არც ასაკია შეზღუდული და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენ ბავშვს მიიყვანთ.
ასეთ დღესასწაულებს გართობის გარდა ერთი ძალიან დიდი სარგებელი აქვთ - როცა სპონტანურად შეკრებილი ერთმანეთისთვის უცხო ბავშვები უცებ პოულობენ საერთო ენას და ერთად ერთვებიან მათთვის საყვარელ თავგადასავლებში, ამით თავისდაუნებურად ივითარებენ ურთიერთობების დამყარების და კომუნიკაციის უნარებს. ასეთ ღონისძიებებზე განცდილი დადებითი ემოციები კი აუცილებლად აისახება მათ განწყობაზე.