ტელეკომპანია "ტვ პირველმა" იმ მძიმე ემოციური ფონის გასანეიტრალებლად, რაც ლევან ჩხაიძის გარდაცვალებას მოჰყვა, სახალისო კამპანია - გააზიარე ბავშვობა წამოიწყო. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აქტიურად აიტაცეს შეთავზებული "ჩელენჯი" და ერთმანეთის გამოწვევების ხარჯზე ბავშვობის ფოტოების გასაჯაროვებას შეუდგნენ. კამპანია მართლაც საინტერესო აღმოჩნდა, დაკვირვებით ათვალიერებდნენ ადამიანები ერთმანეთის ბავშვობისდროინდელ შავ-თეთრ თუ ფერად ფოტოებს. ამ ფაქტის მეორე საინტერესო მხარე კი ის არის, რომ ჩვენ ცნობილების ბავშვობის ფოტოებში მათივე შვილები ამოვიცანით. მაგალითად, ტელეწმაყვან გვანცა დარასელიას ერთი შეხედვით, მისი გოგონა ლილე არ ჰგავს, თუმცა ბავშვობის ფოტოს ნახვის შემდეგ ეს აზრი სრულიად შეგეცვლებათ.
კრისტი ყიფშიძის შემთხვევაში ბავშვობის ფოტო სულაც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ დედა-შვილის საოცარი მსგავსება დაგვენახა, თუმცა როგოც ჩანს, ნატალია დედას დაბადების წუთიდან ძალიან ჰგავს და რაც იზრდება, უფრო და უფრო ემსგავსება.
მანიკა ასათიანი ბავშვობის შემდეგ დიდად არ შეცვლილა, ამიტომ მისი პატარაობის ფოტოს დიდი გაოცება არ გამოუწვევია, თუმცა ვინც მის შვილს-გიოს იცნობს, მათთვის დედა-შვილის მსგავსება თვალშისაცემია.
მომღერალ სოფო გელოვანს ორი ბიჭი ჰყავს, დათა და აკა, ბავშვობის ფოტოს გასაჯაროვების შემდეგ კი ნათელი გახდა, ვის ჰგავს აკა.
ნინი დედალამაზიშვილს მისი გოგონა ელენე იმდეანდ ჰგავს, რომ როცა ნინიმ ფეისბუქზე ფოტო ატვირთა, თვითონვე მიაწერა, ჩემი ბავშვობის ფოტოში ელენე აღმოვაჩინეო.
მოგეხსენებათ, სალომე ღვინიაშვილს სამი შვილი ჰყავს. უფროსი, დათუნა აბულაძე, პირველი ქორწინებიდან შეეძინა, გოგონები კი- მეორე მეუღლესთან - ზურა ხიზანიშვილთან დაოჯახების შემდეგ. ფოტოებიდან გაირკვა, რომ თურმე დათუნა პატარა სალომეს ძალიან ჰგავდა.
თეკლა ჟვანია