რატომ უნდა უჩნდებოდეს 10 წლის ბიჭუნას გოგოსავით კაბების ჩაცმის, ქუსლებზე შედგომისა და ნაწნავების ტარების სურვილი, ან პატარა გოგონა რატომ უნდა სთხოვდეს ახლობლებს, რომ ბიჭის სახელით მოიხსენიონ?
სწორედ ასეთი სურვილები აქვთ ცნობილი დედების - ანჯელინა ჯოლის, მეგან ფოქსის, შარლიზ ტერონისა და ნაომი უოტსის შვილებს. ამ ქალებს აერთიანებს არა მარტო წარმატებული კარიერა ჰოლივუდში, არამედ ისიც, რომ მათ შვილებს უწოდებენ "არაფორმატებს". ანუ მათი შვილები პატარა ასაკიდან საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლით იმოსებიან. ფსიქოლოგებმა გააანალიზეს თითოეული ბავშვის გარეგნობა და ახსნეს, თუ რითია გამოწვეული საპირისპირო სქესის სამოსისადმი სიყვარული და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას.
შეიძლება ეს პრობლემა სულაც არ მოგეჩვენოთ ქართული რეალობისთვის საინტერესო, რადგან, როგორც წესი, ჩვენს გვერდით ასე ჩაცმულ-დახურულ პატარებს ვერ ვხედავთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ბავშვებში სქესისთვის უცნაური ქცევა არ არსებობს. უბრალოდ, ჰოლივულედი დედები არ ერევიან შვილის არჩევანში და თავისუფლად აძლევენ ბავშვებს ასე გამოწყობის უფლებას. თუმცაღა ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ ეს ვარსკვლავები განგებ "წაახალისებენ" შვილებს ამგვარი ქცევისკენ და შემდეგ ამ "თამამ" და "თავისუფალ" მშობლობას საკუთარი პიარისთვის იყენებენ.
აი, როგორ ახსნეს ექსპერტებმა (ფსიქოლოგებმა და ფიზიოგნომისტებმა) ცნობილი დედების შვილების ეს უცნაური გატაცებები და მათი აზრით, ძირითადად ეს კომპლექსებია, რომლებსაც მათ მშობლები უქმნიან:
ნაომი უიტსისა და ლივა შრაიბერის 10 წლის ბიჭის, სამუელის გარშემო კრიტიკის ახალი ტალღა წამოვიდა: "რატომ აცვია ბიჭს კაბა და ვარდისფერი ყვავილებიანი მაისური?" ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა შოკში იყო ნანახისგან. ჰოლივუდში ეს შემთხვევა არც პირველია და არც უკანასკნელი. მსოფლიოს ცნობილი სახეები ვერაფერს ცუდს ვერ ხედავენ ამაში, პირიქით, თვლიან, რომ ბავშვის თვითგამოხატვის სურვილს უჭერენ მხარს. ასევე უცნაურია, როდესაც 12 წლის შაილო ჯოლი-პიტი ითხოვს ჯონი დაუძახონ და იცვამს განიერ შარვლებსა და დიდი მაისურებს, მეგან ფოქსის და ბრაიან ოსტინის ულამაზესი ბიჭი ქუჩაში დედოფლის კაბებში გამოწყობილი დადის. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ მშობლის გარდა ვერავინ იმოქმედებს ბავშვის არჩევანზე პატარა ასაკში.
ექსპერტის კომენტარი 10 წლის სამუელის, ნაომი უოტსის შვილის შესახებ "ბიჭს ძალიან აფორიაქებული და და ცვალებადი აზროვნება აქვს, იგი ძალიან ცნობისმოყვარეა, რაც უბიძგებს ექსპერიმენტებისკენ. სამუელი მიდრეკილია თავგადასავლებისკენ. მომავალში ის ეცდება გაექცეს სირთულეებს და პასუხისმგებლობას. მაგრამ ამასთან, ადვილად შეეგუება ახალ პირობებს, ცხოვრების სტილს, სახლს, ქალაქს და საქმიანობას. ეს მოხდება მანამ, სანამ არ მოუწევს საკუთარ ქმედებებზე პასუხის გაცემა. ის ეცდება თავი მოაჩვენოს ადამიანს სტაბილურ პარტნიორად. ასეთი მეთოდი აირჩია ნაომიმ თავისი შვილის ჰიპერაქტიურობის გადასაფარავად, შეუქმნა ახალი, განსხვავებული იმიჯი".
არ ვფიქრობ, რომ კაბის ჩაცმა ბავშვის სურვილიდან მოდის. უბრალოდ ის რაღაც მომენტში მიხვდა, რომ სწორედ მისი ეს როლი დედას აღუძრავს განსაკუთრებულ ემოციებს მისი პერსონის მიმართ. ყველა ფოტოში ეტყობა ბავშვს თავისუფლების შეზღუდვა. სახეზე არ აქვს ბედნიერება და სიხარული. ყველა ფოტოში მოღუშულია. შარლიმ უნდა იცოდეს, რომ რაღაც მომენტში ბიჭი ვეღარ გაუძლებს შინაგან ზეწოლას. ჭაბუკობის ასაკში წამოვა პროტესტის გრძნობა გამოგონილი პიროვნების მიმართ. მას მომავალში ექნება ფსიქოლოგიური პრობლემები ამასთან დაკავშირებით".
შაილო ითხოვს, რომ ჯონი დაუძახონ.
ბრედ პიტი - აკონტროლებს საკუთარ ემოციებს, მაგრამ არანაკლებ ძალაუფლების მოყვარულია. ოჯახურ ცხოვრებაში ის გამუდმებით ლავირებდა ბავშვების მიმართ ყურადღების გამოხატვით და ანეიტრალებდა ენჯის ნეგატიურ ემოციებს. შაილო - ჩამოშვებული მხრებით, ორივე ხელი დამალული ჯიბეში, პიეროს ნაწყენი სახე, ტუჩები გვერდებში ჩამოშვებული კუთხეებით, სიგნალს იძლევა, რომ გოგონა მსხვერპლია. დედის ტოტალურმა კონტროლმა აიძულა შეილო მოეძებნა დაცვა და ამას მამასთან ელოდა. ბრედმა კიდევ ვერ გაიგო, თუ რაოდენ სჭირდებოდა გოგონას მისი დახმარება. "სამოსის შეცვლა ადრეული ასაკიდან ნამდვილად არ ყოფილა გოგონას გადაწყვეტილება. მას წაართვეს არჩევანის უფლება. პიტს ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა. მაგრამ ჯოლის აგრესიული ეპატაჟისგან მან შვილი ვერ დაიცვა. როდესაც გაიზარდა შაილო, ახალი იმიჯი მისთვის გახდა დედის ზეგავლენიდან გაქცევა. ახლა უკვე ბიჭის როლი მისთვის უჩვეულო გახდა".
მას შინაგანი მიჯაჭვულობა აქვს დედასთან და უნდა, მას დაემსგავსოს, ხასიათითაც და გარეგნულადაც.
საბოლოო ჯამში, ექსპერტთა შეფასებით, ასეთ ადრეულ ასაკში და ამ კონკრეტულ შემთხვევებში სქესისთვის უცნაური ქცევა სულაც არ არის მხოლოდ ბავშვური ახირება და მისი ფესვები ოჯახიდან მომდინარეობს.