- ჭკვიანი, მოსიყვარულე და ლამაზი გოგო იყო ჩვენი თამარი. ასეთი სრულყოფილი ადამიანი იშვიათია - გარეგნობითაც შემკული და საუკეთესო ადამიანური თვისებებითაც. სკოლა წარმატებით დაამთავრა და პირველივე წელიწადს ჩაირიცხა უნივერსიტეტში. სტუდენტობის პარალელურად, სულ რაღაცებს სწავლობდა, ხან ენებს, ხან ახალ-ახალ პროფესიებს, - ახლა რომ ვფიქრობ, თითქოს უნდოდა ბევრი რამ მოესწრო...
- გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანის საჭეს გოგონას საქმრო მართავდა.
- დიახ, ასე იყო. თამარს მართლაც კარგი ბიჭი უყვარდა. ორი წლის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები, დაქორწინებას არ ჩქარობდნენ. ამ საბედისწერო დღეს კი ვალენტონობა მეგობრებთან ერთად აღნიშნეს მტირალას მთაზე, რესტორანში. იქ მთელი სამეგობრო იყო, თუმცა ძალიან გვიან არ დაშლილან. კატასტროფა რომ მოხდა, ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო...
- როგორც მითხრეს, ხრამი ძალიან ღრმაა, გოგონას საქმრო სასწაულად არის გადარჩენილი...
- დიახ, როგორც ჩანს, ვარდინასას მანქანის კარი გაიღო, ბიჭი გადმოვარდა და ხევის შუა ნაწილში, სადაღაც გაიჩხირა.იხილეთ სრულად