წლების წინ ფსიქოლოგი ეკა სულაბერიძე საზოგადოებამ "ჟურნალ ფენომენით" გაიცნო, მოგვიანებით გადაცემა "მეშვიდე გრძნობის" მონაწილეც გახლდათ. განსაკუთრებული უნარი, წინასწარ განჭვრიტოს ადამიანის ბედი, ეკას მისთვის სრულიად უცნობი ადამიანების დახმარებასა და სწორი გზის ჩვენებაში ეხმარება. ის 26 წელიწადია ამ საქმითაა დაკავებული და როგორც მარაო.გე-სთან საუბრისას ამბობს, რომ მთავარი ძალა სანთლებით ლოცვაშია:
ჩემი ხედვები გონებიდან მოდის, ვიყენებ სანთლებსაც. 26 წელიწადია უამრავ ადამიანს ვმასპინძლობ და ვეხმარები. ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება რამდენიმე თვის წინ ჩემთან ძალიან შეშინებული მოვიდა . დავამშვიდე და ვუთხარი, რომ დიაგნოზი რომელიც დაუსვეს არასწორი
იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო იმდენად მძიმე რამდენადაც ექიმებმა შეაფასეს. მოგვიანებით მედიკოსებმაც იგივე დასკვნა გამოიტანეს და პაციენტს აღარც საზღვარგარეთ დასჭირდა წასვლა და აღარც ისეთი მკურნალობა, რაც მანამდე დაუნიშნეს.
- ოჯახის დანგრევის შიშით, კარიერული ჩავარდნებით და მსგავსი პრობლემებით ხშირად მოდიან. ვმასპინძლობ პოლიტიკოსებსაც. წლების წინ, სანამ ბიძინა პოლიტიკაში მოვიდოდა, მისი ახალგაზრდობის ფოტო მომიტანეს და ვუთხარი, რომ ქვეყნის მმართველი გახდებოდა. ახლა გეტყვით, რომ თუ არ გადადგა, კარგს ვერაფერს ვხედავ.
რამდენად დიდი ძალა აქვს ჯადოს და თუ არსებობს "კეთილი ჯადო"?
- კეთილი ჯადო არ არსებობს. კეთილი არსებობს მხოლოდ სიზმარი, რომელსაც უნიკალურად ვხსნი. სიზმარში უფალი გაჩვენებს, თუ რა გელოდება.
ჯადოს კი იმდენად უარყოფითი და დიდი ძალა აქვს, შეიძლება წინაპრისგან გადმოსული ჯადო შვილთაშვილზე გადავიდეს, თუ არ მოიხსნა და აუცილებლად კურთხევა უნდა გაკეთდეს. იხილეთ გაგრძელება