როგორც ვიუწყებოდით ცოტა ხნის წინ, 21 წლის თინა კუნაკი ორსულად იყო და სულ მალე ელოდა ბავშვს 52 წლის მსახიობ ვენსან კასელისგან. 30-წლიანმა ასაკობრივმა სხვაობამ წყვილის სიყვარულს ხელი ვერ შეუშალა და ახლა უკვე მშობლებიც გახდნენ.
თინამ ორიოდე დღის წინ იმშობიარა. ამის შესახებ თავად ვენსანმა აცნობა საზოგადოებას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოთი და მილოცვებიც მიიღო.
ბავშვი ბრაზილიაში გაჩნდა, დედის სამშობლოში. სქესი ჯერჯერობით არ ცხადდება.
ვენსან კასელის ორსულმა ცოლმა მოდური საცურაო კოსტიუმებით იპოზიორა