„ყველას სჭირდება განტვირთვა. ჩვენი ყოველდღიური გრაფიკიდან გამომდინარე, სხეულსაც და ტვინსაც სჭირდება გადატვირთვა (update). აუცილებელია, ორი დღე მაინც დაუთმოთ საკუთარ თავს და მასაც მიანიჭოთ სიამოვნება, შვილების და ოჯახური რუტინის შემდეგ. ისევ თქვენ გამოგადგებათ აღდგენილი ძალები და უფრო ხალისით და მობილიზებული გააგრძელებთ ყოველდღიურობას. თუ ამ ორ დღეს დღესასწაულს დაამთხვევთ და თან საყვარელ ადამიანთან ერთად, მით უკეთესი...“ - ეს დაწერა ხატია სიჭინავამ ინსტაგრამზე და მეუღლესთან ხელჩაკიდებული ფოტოც გამოაქვეყნა.
წყვილი ბორჯომს რამდენიმე დღით ესტუმრა, ღირსშესანიშნეობებიც ნახეს და რომანტიკისთვისაც გამონახეს დრო. სეირნობისა და რომანოვების სასახლის ფონზე პოზირების შემდეგ სასტუმროში მისულ ხატიას სურპრიზი დახვდა, მეუღლემ ვარდისფურცლებით მოუფინა საწოლი და შამპანურითა და ტკბილეულით უმასპინძლა. გახარებულმა ხატიამ კი თავის მხრივ სიყვარულის დღის აღსანიშნავად ქმარს სამაჯური აჩუქა, რომელზეც მისი და რამაზის ინიციალებია ინგლისურადაა გამოსახული.
თეკლა ჟვანია
რა აჩუქა ხატია სიჭინავას დედამთილმა: "სპეციალურად შენთვის გავაკეთებინეო"