"მორიგეობაც გვქონდა დაწესებული სამშობიაროში" - ვინ არიან მოძღვრები, რომლებიც ცდილობენ, ქალებს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინონ
"მორიგეობაც გვქონდა დაწესებული სამშობიაროში" - ვინ არიან მოძღვრები, რომლებიც ცდილობენ, ქალებს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინონ
ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტა რომ უსიამოვნო და სამწუხარო ფაქტია, ამაზე არავინ დავობს. არასასურველი ორსულობის თუ სხვა რიგი პრობლემების გამო პოტენციური დედები მიდიან იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აბორტი გაიკეთონ. ამის უმთავრეს მიზეზად კი უმეტეს შემთხვევებში ფინანსური მდგომარეობა სახელდება.

რამდენიმე ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგი შინაარსით: "თუ აბორტის მიზეზი ეკონომიკური ან სხვა გაჭირვებაა, ჩვენი იმედი გქონდეთ, დაგეხმარებით".

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს ინიციატივა რუსთავის სიონის ტაძრის მოძღვრებს ეკუთვნით.

მამა დიმიტრი გორგიძის ინფორმაციით,
მღვდლები ესაუბრებიან პოტენციურ დედებს და ეცნობიან მათ პობლემებს.

- ჩვენ ვესაუბრებით პოტენციურ დედებს, რომ გავიგოთ რა პრობლემა აქვთ. თუ შევძლებთ მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რითაც შეგვიძლია ვეხმარებით. ეს იქნება მორალური, სულიერი თუ შეგონებითი საუბრები ეკლესიური მოძღვრების სახით. თუ პიროვნებას გადაწყვეტილი აქვს აბორტის გაკეთება, ვეუბნებით მას რამდენად მძიმე ცოდვაა აბორტის გაკეთება.

- რამდენი ხანია, რაც ეს ინიციატივა გაჟღერდა? თუ მოგმართავენ დახმარების თხოვნით?

- ინიციატივა, ორი წლის წინ გავახმოვანეთ. რა თქმა უნდა, მოგვმართავენ დახმარებისთვის. ჩვენ მორიგეობაც გვქონდა დაწესებული სამშობიაროში, ვინც ამ პრობლემით მოდიოდა, მათ ვესაუბრებოდით და ვცდილობდით, რომ შეგვეცვალა მათი გადაწყვეტილება, რომ აღარ გაეკეთებინათ აბორტი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ნაკლებად ითვალისწინებენ ჩვენს რჩევებს. ძირითადად მყარად აქვთ გადაწყვეტილი აბორტის გაკეთება,
იმ შემთხვევაში, როდესაც მეუღლის გარეშე არის ჩასახული ბავშვი, ან მეუღლემ არ იცის ამის შესახებ. ვეუბნებით, რომ გააჩინონ და ჩვენ მოგვცენ პატარა, ამას კი ვერ ბედავენ. ურჩევნიათ, აბორტი გაიკეთონ, ვიდრე გადაარჩინონ ბავშვის სიცოცხლე.

- ხშირად აბორტის გაკეთების მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ. ხომ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ფინანსურად დასჭირდათ თქვენი დახმარება?

- ეკონომიკური პრობლემა აქვს თითქმის ყველას, ვისაც აბორტის გაკეთება უნდა. ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვაგზავნით მეუფე იოანესთან, რუსთავის ეპარქიის მღვდელმთავართან და ერთობლივი საუბრის შემდეგ ხდება ფინანსური დახმარება.

მოძღვრების საკონტაქტო ინფორმაცია:
მამა დიმიტრი - 568 16 03 03
მამა ელგუჯა - 558 54 59 04
მამა პეტრე - 599 55 87 86
მამა ანდრია - 599 23 60 92
მამა ბესარიონი - 595 17 18 19

რუსკა კილასონია


altამ ბიჭის დედამ 25-ე კვირაზე გაიკეთა აბორტი... მაგრამ ის გადარჩა და 21 ბედნიერი წელი იცხოვრა...


altახალგაზრდა წყვილი გინეკოლოგთან მივიდა აბორტზე... მის ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდნენ


ტეგები: აბორტი
12108
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
0
ეკლესიას წამოწევა არ სჭირდება, ეკლესიაში სიარული უნდა
11:27 / 20-02-2019
status quo
0
კიდევ თქვენნაირი მღვდლები თუ წამოწევენ ეკლესიას...
09:48 / 19-02-2019
0
ჯობია თავი დაიცვა ვიდრე მერე აბორტი გაიკეთო! ადამიანის ჩასახვა ხომ სასწაულია,რამდენი ცდილობს დაორსულებას და უკვე ორსულები ვერ აფასებენ ამას და ჩანასახს მოსაკლავად იმეტებენ, მაშინ დაიცავით თავი ...
04:57 / 19-02-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?