ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერ რონალდ ლევის მიღწევებს ეხმაურება, რომელიც კიბოს სამკურნალო მეთოდებზე მუშაობს.
"ვვარაუდობ, რომ უკვე ერთ წელიწადში საბოლოო დასკვნა დაიდება და საყოველთაოდ დაინერგება დოქტორ ლევის მეთოდი. ირაკლის ახალზელანდიელი მეგობარი, სასიკვდილოდ გადადებული ახალგაზრდა კაცი სრულად განიკურნა ამ ექსპერიმენტულ მკურნალობაში მოხალისედ ჩაბმის შემდეგ. თანაც მას ჩაუტარდა პირველი, ინდივიდუალური დნმ მეთოდი მასაჩუსეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ისინი იმ ინდივიდუალური დნმ წამლის შემუშავებაზე მუშაობენ ბოსტონში), დნმ-ის "სპელჩეკი" და ორგანიზმში აგენტად შეშვება. ეს "საყველაო" წამალი თუ გაამართლებს, კიდევ უფრო იოლი და იაფი იქნება დაავადების დამარცხება" - წერსწ ნათია ფანჯიკიძე.
რაც შეეხება რონალდ ლევის, მის შესახებ ქართულ მედიაშიც არაერთხელ დაიწერა.
მეცნიერის მიერ შემუშავებულმა მეთოდმა ყველა საექსპერიმენტო თაგვი სიმსივნისგან განკურნა და მოხალისე პაციენტებსაც მკურნალობს.