როგორც mshoblebi.ge - სთან საუბარში, ერეკლეს დედა ნათია აფციაური ამბობს, ერეკლე დაბადებიდანვე იწვა რეანიმაციაში, თავიდან მას ჰქონდა ფილტვის პრობლემა, რეანიმაციაში ყოფნის მეოთხე დღეს გაუსკდა ნაწლავი, შესაბამისად, ამოკვეთეს პატარა ნაწილი, რომელიც დანეკროზებული იყო.
- ბავშვს დაბადებიდან ერთ კვირაში დაესვა "მოკლე ნაწლავის სინდრომის" დიაგნოზი. ძალიან მძიმე იყო მისთვის პოსტოპერაციული პერიოდები. სამი თვე გვყავდა თბილისში და როგორც კი დასტაბილურდა მდგომარეობა, გვითხრეს, რომ საზღვარგარეთ წაგვეყვანა, მისი მკურნალობისთვის საჭირო რესურსი ჩვენთან არ არისო.
- ვეძებდით საზღვარგარეთ ერეკლესთვის სამკურნალო დაწესებულებას და ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი მოსკოვი აღმოჩნდა. თურქეთში ჰოსპიტალმა, რომელსაც მივმართეთ, უარი გვითხრა, ისრაელიც ძალიან დიდ თანხებს ითხოვდა. ერთი წელია, რაც ვართ მოსკოვში მკურნალობაზე გადართულები. თავიდან, იქაც სამი თვე გავჩერდით, დაგვიწერეს დანიშნულება და იმის მიხედვით საქართველოში ვაგრძელებთ მკურნალობას. ყოველ კვირა, თუ საჭიროა ყოველ დღე ვართ ბავშვის ექმითან კონტაქტზე. პერიოდულად გვიწევს მოსკოვში ჩასვლაც.
- არის ოპერცია შესაძლებელი. ნაწლავი უნდა გაიზომოს სპეციალური რენტგენით, ისე უნდა დაჭრას, რომ დაგრძელდეს და დავიწროვდეს, რაც არ არის იმის გარანტია, რომ მერე აღარ დასჭირდება მკურნალობა. ოპერაციის შემდეგაც 18 წლამდე სჭირდება მეთვალყურეობა. რაც უფრო გვიან გაუკეთდება ბავშვს ოპერაცია, უკეთესია, რათა მარტივად გადაიტანოს, მაგრამ ძალიან დაგვიანებაც არ შეიძლება. ახლა წამლებისთვის გვჭირდება თანხა, რომ მკურნალობა გავაგრძელოთ. წამლებს მოსკოვში ვყიდულობთ და იქიდან გვიგზავნიან.
- წამლებისთვის და მკურნალობისთვის საჭირო თანხა ჩვენს კისერზეა. მოსკოვში წასვლისას დაგვეხმარნენ მცირედით, მერია, გამგეობა და ჯანდაცვა, კლინიკაში ყოფნის თანხები დაგვიფარეს ნაწილობრივ.
- სიარულს ვერ ახერხებს, ძვლების პრობლემებიც გვაქვს, ვერც დახოხახვს, ჯდომაც არ შეუძლია. მოტეხილი აქვს კიდურები ადგილ-ადგილ, წამლები, რასაც სვამს, ღვიძლს ვნებს და ღვიძლზეც მისახედი გვაქვს, ეხოც უნდა გადავიღოთ მუცლის ღრუში, რადგან სითხეს რასაც სვამს, კარგად ვერ იწოვს. დილის 11-დან, როდესაც გადასხმიდან მოხსნილია, ჭამს, თამაშობს და შეძლებისდაგვარად სეირნობს. საღამოს 8-9 საათიდან გადასხმაზეა. ყურადღება უნდა, რომ გადასხმა არ დაქაჩოს. სიცხე არ მისცეს, არ აღებინოს და ა.შ საღამოს 11 საათიდან იწყება ახალი გადასხმისთვის მზადება. ამ დამღლელი პროცედურების მიუხედავად, ჩახუტება სულ შეუძლია ჩვენს ბიჭუნას, სულ გვეკრობა დედიკოს და მამიკოს, პატარა კნუტივით.
იმისათვის, რომ ერეკლეს მკურნალობისთვის საჭირო თანხა მოგროვდეს, ოჯახი დახმარებას ხალხს თხოვს. შესაძლებლობის და სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ, ქვემოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე.
რეკვიზიტები:
მიმღები - ჯიმშერ დანელია
Jimsher Danelia(გზავნილი უცხოეთიდან)
პირადი # 01008038232
საქართველოს ბანკი:
GE60BG0000000041739800
თიბისი ბანკი:
GE90TB7320645061100014
რუსეთის მოქალაქეთათვის
карта сбербанка :
676280389563212872
მიმღები : ქეთევან დანელია (ბებია)
ნებისმიერი ქვეყნიდან :
https://www.gofundme.com/helplittleEREKLE
PayPal: nati1aptsiauri@gmail.com (დედა)
რუსკა კილასონია