გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შეხედულებს ოჯახისა და აღზრდის საკითხებზე.
"ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულით განმტკიცებული კავშირია; ეს ურთიერთობა მათი თავისუფალი ნებით ხორციელდება, ერთმანეთისადმი ერთგულების პირობას გულისხმობს და ეკლესიისა და ქრისტეს ერთობის სახით იკურთხება. "რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ" (მათე 19,6), - ბრძანებს წმინდა წერილი.
ამ საიდუმლოთი ღმერთი აკურთხებს ოჯახურ ცხოვრებას, ბავშვების ყოლასა და მათ აღზრდას. ბავშვი ეგოიზმის დაძლევაში ეხმარება მშობლებს; ისინი, ორნი, ეწირებიან მესამეს და ამით დიდ ბედნიერებას იღებენ".
სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოებაში თანდათან მკვიდრდება აზრი, რომ თუ ქალი შინ ზის და შვილებს ზრდის, იგი დაჩაგრული და დაბეჩავებულია, მაშინ უფრო საპატიო და დასაფასებელი მოვალეობა, ვიდრე შვილების სწორი აღზრდაა, არ არსებობს. გარდა ამისა, თუკი ქალი მართლაც საზოგადოების სამსახურისთვისაა მოწოდებული, იგი აუცილებლად ორივეს შეძლებს".გახსოვდეთ, რომ დედის ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს და მუდამ იფარავს შვილებს ცხოვრების გზაზე. ნათქვამია, რომ დედის ლოცვას შეუძლია, შვილი თვით ჯოჯოხეთიდანაც კი ამოიყვანოს.
მშობლები, რომლებიც ფიზიკური შრომისათვის ვერ იმეტებენ პატარებს, სინამდვილეში დიდ ბოროტებას სჩადიან, რადგან შვილებს, როგორც ოჯახისათვის, ისე საერთოდ, ცხოვრებისათვის მოუმზადებელს ზრდიან. კარგ ოჯახში თითოეულ მის წევრს თავისი საქმე აქვს განსაზღვრული. პატარებმა მაგალითი, პირველ რიგში, მშობლებისგან უნდა აიღონ".