"13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა..." - ექიმი ლევან ფერაძე
"13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა..." - ექიმი ლევან ფერაძე
ბავშვთა ქირურგი, ცნობილი ექიმი ლევან ფერაძე მოზარდების სქესობრივი განათლების საკითხს და ამ თემაზე დაუსრულებელ დისკუსიებს მწვავე პოსტით გამოეხმაურა:

"მოიკითხეთ, რამდენი 15 წლის დედაა ქვეყანაში, 13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა. 15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა, რომ შეიძლება დაორსულებულიყო.
ბიჭებთან უარესადაა საქმე. პორნოსაიტებიდან იღებენ ინფორმაციას და სექსუალური ქცევის ნიმუშად მიაჩნიათ. ასევე ექცევიან შემდგომში თავის პირველ პარტნიორს.
სანამ ვინმეს ჩაქოლავთ, შედით
თქვენი 10-12 წლის შვილების კომპიუტერის ისტორიაში და ნახავთ, რა საიტებზეა "ნასეირნები". გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა. საკითხის გამო ინტერესი ჩნდება, ყველაზე გვიან 7-8 წლის ასაკში. ისინი ინფორმაციას მაინც იღებენ (მით უმეტეს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში), მაგრამ დამახინჯებული სახით, რაც შემდგომში სხვადასხვა გადახრებში ან კომპლექსებში შეიძლება აისახოს.
მოვეშვათ ფარისევლობას, მივცეთ საშუალება პროფესიონალ ადამიანებს, სწორი და გამოზომილი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს შვილებს. მერწმუნეთ, ბევრი მომავალი ოჯახი გადაურჩება დანგრევას სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არქონის გამო".


altსკოლის ასაკის გოგოები არც ისე იშვიათად იკეთებენ აბორტს... - სამწუხარო ფაქტები და სქესობრივი განათლების აუცილებლობა



alt"მამაკაცებს ხშირად უთქვამთ, ცოლთან კონდომს როგორ გამოვიყენებო...“ - კონტრაცეპტივების აუცილებლობა


24337
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
naTia
1
ჩემს თავზე ცხოვრობდნენ დამქირავებლები, არ ვიცი საიდან იყვნენ, მე მგონი სამაჩაბლოდან. ყავდათ 6 წლის გოგონა და მამაკაცი ამ ბავსვის მამა კი არ იყო, დედამისაის საყვარელი იყო და ის ბავშვი შემზარავ ამბებს გვიყვებოდა, ეს აბვშვი ღამით იწვა ამ წყვილის ფეხრთით. ჩემი ქალიშვილი გაუთხოვარი გოგოქ რომელიც 30 წელია სკოლაში მუშაობს და ლამის გამიგიჯდა, ერთხელ ეს ბავშვი პარკეთით ნაცემი გამოვიყვანე სახლიდან, კარები შებამტვრიე და ისე გამოვიყვანე. ბავშვი მთელი ხმით თიროდა რომ სახლიდან გამოგვეყვანა. საღამოზე რომ მოვიდნენ პატრონები, იმ კაცს ლამის თვალები ამოვთხარე და გავაფრთხილე იქედან წასულიყო. საერთოდ წავიდნენ და სად ვერ მივაგენით. რატომ არის ამ ქალაქში ასე განუკითხაობა, რატომ არ არის წესრიგი. რატომ არ ვიცით ადამიანების გვარი და სახელი, ვინ არიან და საიდან არიან, იმიტომ ხდება ამდენი მკვლელობა.არ უნდა ვიცოდეთ კორპუსში ვინ შემოვიდა საცხოვრებლად? ასე უნდა ცემდნენ ბავშვებს და ჩვენ ასე უნდა გვქონდეს ყველაფერი აკრძალული? მტელი დღე უპატრონოდ დარბიან ბავშვები ეზოებში, ავტოფარეხებში გახსნილი აქვთ საროსკიპოები, ამ მდგომარეობაში რა ბავშვი გაიზრდება?
13:48 / 09-09-2019
545
12
საქმე იმაშია,რომ მიზანი ბავშვის დაცვა კი არ არის,არამედ გარყვნა.წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მარტივი გამოსავალია.სკოლებში ახალაიების და ბისექსუალი სუბელიანის შესვლის მაგივრად,სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე რომ მივიდმენ გინეკოლოგები ან შესაბამისი პროფილის ექთნები და ერთი ასაკის გოგონებს ცალკე და ბიჭებს ცალკე ესაუბრონ ჯანმრთელობაზე და ჰიგიენაზე.ვერ გაიგებენ ? ექიმები ბავშვებისთვის ჯანმრთელობასთან ასოცირდებიან და ყოველგვარი სექსუალური აღმზნებლების გარეშე მიიღებენ ინფორმაციას.არავითარი საჭიროებაა არაა აქტების დეტალური აღწერის და იმის ახსნის თუ როგორ იღებს ახალაია ანალური ხვრელით სიამოვნებს. უფრო იაფიც დაჯდება,ვიდრე გაურკვეველი ორიენტაციის იდიოტების ყოველდღიური დასაქმება.
14:56 / 19-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?