"13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა..." - ექიმი ლევან ფერაძე
"13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა..." - ექიმი ლევან ფერაძე
ბავშვთა ქირურგი, ცნობილი ექიმი ლევან ფერაძე მოზარდების სქესობრივი განათლების საკითხს და ამ თემაზე დაუსრულებელ დისკუსიებს მწვავე პოსტით გამოეხმაურა:

"მოიკითხეთ, რამდენი 15 წლის დედაა ქვეყანაში, 13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა. 15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა, რომ შეიძლება დაორსულებულიყო.
ბიჭებთან უარესადაა საქმე. პორნოსაიტებიდან იღებენ ინფორმაციას და სექსუალური ქცევის ნიმუშად მიაჩნიათ. ასევე ექცევიან შემდგომში თავის პირველ პარტნიორს.
სანამ ვინმეს ჩაქოლავთ, შედით
თქვენი 10-12 წლის შვილების კომპიუტერის ისტორიაში და ნახავთ, რა საიტებზეა "ნასეირნები". გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა. საკითხის გამო ინტერესი ჩნდება, ყველაზე გვიან 7-8 წლის ასაკში. ისინი ინფორმაციას მაინც იღებენ (მით უმეტეს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში), მაგრამ დამახინჯებული სახით, რაც შემდგომში სხვადასხვა გადახრებში ან კომპლექსებში შეიძლება აისახოს.
მოვეშვათ ფარისევლობას, მივცეთ საშუალება პროფესიონალ ადამიანებს, სწორი და გამოზომილი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს შვილებს. მერწმუნეთ, ბევრი მომავალი ოჯახი გადაურჩება დანგრევას სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არქონის გამო".


altსკოლის ასაკის გოგოები არც ისე იშვიათად იკეთებენ აბორტს... - სამწუხარო ფაქტები და სქესობრივი განათლების აუცილებლობა



alt"მამაკაცებს ხშირად უთქვამთ, ცოლთან კონდომს როგორ გამოვიყენებო...“ - კონტრაცეპტივების აუცილებლობა


25053
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
naTia
1
ჩემს თავზე ცხოვრობდნენ დამქირავებლები, არ ვიცი საიდან იყვნენ, მე მგონი სამაჩაბლოდან. ყავდათ 6 წლის გოგონა და მამაკაცი ამ ბავსვის მამა კი არ იყო, დედამისაის საყვარელი იყო და ის ბავშვი შემზარავ ამბებს გვიყვებოდა, ეს აბვშვი ღამით იწვა ამ წყვილის ფეხრთით. ჩემი ქალიშვილი გაუთხოვარი გოგოქ რომელიც 30 წელია სკოლაში მუშაობს და ლამის გამიგიჯდა, ერთხელ ეს ბავშვი პარკეთით ნაცემი გამოვიყვანე სახლიდან, კარები შებამტვრიე და ისე გამოვიყვანე. ბავშვი მთელი ხმით თიროდა რომ სახლიდან გამოგვეყვანა. საღამოზე რომ მოვიდნენ პატრონები, იმ კაცს ლამის თვალები ამოვთხარე და გავაფრთხილე იქედან წასულიყო. საერთოდ წავიდნენ და სად ვერ მივაგენით. რატომ არის ამ ქალაქში ასე განუკითხაობა, რატომ არ არის წესრიგი. რატომ არ ვიცით ადამიანების გვარი და სახელი, ვინ არიან და საიდან არიან, იმიტომ ხდება ამდენი მკვლელობა.არ უნდა ვიცოდეთ კორპუსში ვინ შემოვიდა საცხოვრებლად? ასე უნდა ცემდნენ ბავშვებს და ჩვენ ასე უნდა გვქონდეს ყველაფერი აკრძალული? მტელი დღე უპატრონოდ დარბიან ბავშვები ეზოებში, ავტოფარეხებში გახსნილი აქვთ საროსკიპოები, ამ მდგომარეობაში რა ბავშვი გაიზრდება?
13:48 / 09-09-2019
545
12
საქმე იმაშია,რომ მიზანი ბავშვის დაცვა კი არ არის,არამედ გარყვნა.წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მარტივი გამოსავალია.სკოლებში ახალაიების და ბისექსუალი სუბელიანის შესვლის მაგივრად,სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე რომ მივიდმენ გინეკოლოგები ან შესაბამისი პროფილის ექთნები და ერთი ასაკის გოგონებს ცალკე და ბიჭებს ცალკე ესაუბრონ ჯანმრთელობაზე და ჰიგიენაზე.ვერ გაიგებენ ? ექიმები ბავშვებისთვის ჯანმრთელობასთან ასოცირდებიან და ყოველგვარი სექსუალური აღმზნებლების გარეშე მიიღებენ ინფორმაციას.არავითარი საჭიროებაა არაა აქტების დეტალური აღწერის და იმის ახსნის თუ როგორ იღებს ახალაია ანალური ხვრელით სიამოვნებს. უფრო იაფიც დაჯდება,ვიდრე გაურკვეველი ორიენტაციის იდიოტების ყოველდღიური დასაქმება.
14:56 / 19-05-2019
სეკატორი
8
და ოჯახი...დედა....მამა... უფროსი და ან ძმა ....მაშ რა საჭიროებას წარმოადგენს,თუ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე სხვა დეიდები და ბიძები უნდა ესაუბრონ ჩვენს შვილებს!!!უნდა ვესაუბროთ ჩვენს შვილებს ასეთ დელიკატურ თემებზე მხოლოდ ჩვენ!!!!! და ეს "პედაგოგები" მოაწყობენ ამ ყველაფრის საჯარო განხილვებს თან საკლასო ოთახში 30 მოზარდს ერთად. :))) ძალიან არასწორად განიხილავთ ამ საკითხს,თან ვის შეაქვს ეს სექსუალური აღზრდის ინიციატივა ხომ არ დაგავიწყდეც ეგ ის გოგო,პტეზერვატივებზე მეფეები რომ გამისახა!!!! რომელიც ყოველგავარ კონსერვატიულ იდეს თუ მრწამს დასცინის და ქრისტიანულ რელილგიას ლაფს ასხამს,წმინდანად შერაცხულ მეფეს რომ პრეზერვატივზე გამოსახავ და მერე მასწავლი რა უნდა ისწავლოს ჩემმა შვილა სკოლაში,უბრეალოდ ძალიან სასაცილოა!!! ეს ის სოროსის რძენაჭამი ღლაია, რომელსაც გრანტებით უდგას სული და კიდევ ბევრს მიიღებს ეს პროექტი თუ დაუმტკიცეს და ეგ დედაკაცი ეცდება ყველანაირად გახრწნას მოზარდების ის ჯანსაღი ნაწილიც,ვისაც ოჯახიდან კიდევ შემორჩა სულიერება! რა ლიტერატურით... რა დოზით იქნება მიწოდებულიო,კითხულობთ,მერწმუნეთ ამას თქვენ ვეღარ გააკონტროლებთ!!!! ამ ინიციატივისთვის და კიდევ რაც მიქარა აქამდეც მოუწევს პასუხის გება,ზეციურსასამართლოზე,თუ იქამდე არ გასამრთლდა სამოქალაქო სამართლით,რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის! მთავარია მისი ინიციატივა სკოლებში არ შევიდეს!!!!
15:55 / 20-02-2019
mmm
15
ნუ ენდობით დიპლომებს, ენდეთ ადამიანის გამოცდილებას. სამსახურში სულ მეკითხებოდნენ, თქვენ რა გაქვთ დამთავრებული და რა სპეციალობაც არ უნდა მეთქვა ყველა სჯეროდათ. დაახლოებით ვიყავი 45 წლის, ჩემი მეუღლის ნაცნობმა მითხრა, რა დაამტავრე, რა სპეციალობა გაქვსო, ყველაფერი მეთქი და გავიცინე. მე უდიპლომო სარძლო ვიყავი, მაგრან\მ სურვილიც არავის გასჩენია ცემთის დიპლომი მოეთხოვათ ღისი მქონდა. მე მქონდა სამი დიპლომი, მაგრამ ეჭვი დრემდე არავის ეპარება რომ რომელიმე მათგანს ვერ ვფლობ, ეს საგნებს ეხება, ქართულს, ისტორიას, გეოგრაფიას, თუმცა ამჟამად ყელა დავხიე და გადავყარე. დიპლომი რას ამტკიცებს თუ საგანს ვერ ეუფლები, ერთი ცოლქმარი ვიცი სამედიცინო დაამთავრეს და მთელი ცხოვრება დახლში დგანან. ადამიანი რასაც კარგად არის დაუფლებული, ის იმ საქმის სპეციალისტია და დიპლომიც მისი აქვს.
13:05 / 20-02-2019
ტოტო
0
როგორც დეპუტატმა ქალბატონმა სამადაშვილმა თქვა,გვყავს მრავალ დიპლომიანი უვიცები.ნამდვილად ვეთანხმები. ერთკვირიანი ტრეინინგების დროს შეიძლება რაღაც გაიგო,მაგრამ პროფესიონალი ვერ გახდები.აფრიალებენ რაღაც სერტიფიკატებს ... წალეკა ქვეყანა უვიცმა ექსპერტებმა,პროფესორებმა და ათასმა...
12:06 / 20-02-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?