მოდელი მარიამ სანოგო რამდენიმე თვის წინ სიმპათიურ გიორგი ლაშქარაძეზე დაქორწინდა. მალევე გაირკვა, რომ წყვილი შვილის მოლოდინში იყო. ორსული მარიამი არ წყვეტდა აქტიურ მუშაობას და კამერების წინაც პოზირებდა ხოლმე, მეტიც ერთ-ერთი აქსესუარების მაღაზიის სარეკლამო ფოტოსესიაში მეუღლეც კი ჩართო.
1 თებერვალს, მარიამი და გიორგი ბიჭის მშობლები გახდნენ. პატარას, რომელი 3 750 გრამი და 51 სმ დაიბადა, ზუკა დაარქვეს. ახალბედა მშობლები ჯერჯერობით შვილის ფოტოებს არ ასაჯაროვებენ, თუმცა მარიამმა სამშობიაროს სამაჯური გამოაქვეყნა, რომელსაც ბავშვის სქესი და დედის გვარი აწერია.
თეკლა ჟვანია