6 თვის თეკლა ხოსიტაშვილს რამდენიმე თვის წინ უმძიმესი დაავადება, სპინალური ამიოტროფია დაუდგინეს. აღნიშნული დაავადების დროს ზურგის ტვინი არ გამოიმუშავებს ცილას და ვერ კვებავს კუნთებს, გართულების შემთხვევაში სუნთქვის პრობლემასაც იწვევს და დამოუკიდებლად სუნთქვა შეუძლებელი ხდება. თუ დროულად ვერ მოხერხდა მკურნალობა, ფატალური შედეგი დგება.
როგორც
mshoblebi.ge-სთან საუბარში თეკლას დედა
ანანო ქვლივიძე აღნიშნავს, ბავშვი ბუდაპეშტში გახდა ავად და ახლა რეანიმაციაში წევს.
"საფრანგეთში მივფრინავდით. ბავშვის ცუდად ყოფნის გამო თვითმფრინავი ბუდაპეშტში ავარიულად დაეშვა. ამჟამად ბუდაპეშტი რეანიმაციაში წევს და ვცდილობთ მოვაგვაროთ ყველაფერი ისე, რომ საფრანგეთში წავიდეთ. აქ ვერ მკურნალობენ. დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუდგინეს, დაავადება არ იკურნება, წამალია ასეთი, სპინრაზა ჰქვია და ის აჩერებს დაავადების პროგრესს. ოპერაცია არ კეთდება. რადგან საქმე კუნთებს ეხება, მოძრაობის პრობლემაც აქვს. ხელებს ოდნავ ამოძრავებს, ფეხებს კი - ვერა. ხალხის იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარებიან ფინანსურად, რათა მოვძებნოთ მიმღები კლინიკა და ბავშვს დაუწყონ მკურნალობა. ძალიან გვჭირდება დახმარება, რომ თეკლა დროულად ჩავიყვანოთ საფრანგეთში.
- საფრანგეთში უნდა დარჩეთ, თუ ისევ აქ უნდა იმკურნალოთ?
- არც საქართველოში და არც უნგრეთში არ არსებობს შესაბამისი მკურნალობა. დაავადება მარტო წამალის დალევას ექვემდებარება. ბავშვს სპეციალური თერაპია სჭირდება პარალელურად. აქამდე მხოლოდ მგზავრობის თანხა გვჭირდებოდა, 11 ათასი ევრო, მაგრამ ვინაიდან მიმღები კლინიკის არსებობის გარეშე არ მივყავართ სასწრაფოს, უკვე გვჭირდება თანხმობა რომელიმე კლინიკიდან. თეკლას სჭირდება, რამდენიმე კურსი, თითოეული კურსი კი 85 ათასი ევრო ჯდება . იქნებ რაიმე პროგრამა შეხებოდა ბავშვს. გაგება გვინდოდა, მაგრამ არ მივყავართ სამწუხაროდ, ემერჯენსებს კლინიკის გარეშე.
- ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის სამინისტრო არ გეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში?
- სამინისტრო გვეხმარება აქაური რეანიმაციის ხარჯების დაფარვაში.
დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ, ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე:
GE36BG0000000018377200
მიმღები: ანანო ქვლივიძე
36001049567 პირადი ნომერი
თიბისი ბანკის ანგარიში:
GE62TB7713745061100069
მიმღები: ნინო ხოსიტაშვილი
36001049648 პირადი ნომერი
რუსკა კილასონია