ინტოქსიკაცია და ალერგია - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც უხარისხო სათამაშოს შეუძლია გამოიწვიოს და საკმაოდ სერიოზულ გართულებამდეც მიგვიყვანოს.
სათამაშოებზე სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს, შესაბამისად ხარისხის კონტროლზე ძირითადი პაუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ. აქვე აღსანიშანვია სავაჭრო ობიექტების როლიც. თუ ისინი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ეცდებიან, საკუთარ თავს დაუწესონ გარკვეული კონტროლი და უხარისხო სათამაშო არ შესთავაზონ მომხმარებელს, პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება. თუმცა ამ პროცესში ერთ-ერთი ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი არის ის, რომ ხარისხიანი სათამაშო მეტ-ნაკლებად ძვირი ღირს, გამყიდველების უმეტესობა კი შედარებით ბიუჯეტურ პროდუქციაზეა ორიენტირებული.
საქართველოში უხარისხო სათამაშოებზე საუბარი განსაკუთრებულად გააქტიურდა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის ფარგლებშიც 44 სათამაშოს ლააბორატიული შემოწმება მოხდა გერმანიაში. 44 სათამაშოდან 21-ში აღმოჩნდა ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას. ეს ნივთიერებები გამოიყენება პლასტმასის დამარბილებლად და პირში ჩადების შემთხვევაში, ასევე ხანგრძლივი ფიზიკური შეხების შემდეგ ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. მაგალითად, მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აზიანებს თირკმელებს.
ტყვიის შემცველობა უხარისხო სათამაშოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ტყვია მეტალია, რომელიც შხამავს ადამიანს და მძიმე ზეგავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. იგი განსაკუთრებით საშიშია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის. ტყვიით მოშხამვასთან დაკავშირებული ძირითადი მახასიათებლებია: ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები, დაქვეითებული მეტყველებითი უნარები, ჰიპერაქტიულობა, სირთულეები კითხვაში, კოორდინაციის გაძნელება, ქცევითი პრობლემები, დაბალი მოსწრება სკოლაში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის უნარის დაქვეითების მაღალი პროცენტი, ზრდისა და განვითარების დარღვევა.
კუჭ-ნაწლავის პრობლემები კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა, რასაც უხარისხო სათამაშოების მოხმარება იწვევს, განსაკუთრებით კი, ჩვილობის პერიოდში, როცა პატარა ყველაფერს პირში იდებს. ამ დროს ხშირია დიარეა და კუჭ-ნაწლავის სხვა გართულებები.
ფუმფულა სათამაშოები ხშირად იწვევს ალერგიას.
ხარისიხანი სათამაშოს უხარისხოსგან გარჩევა ფიზიკური დათალიერებით მარტივი ნამდვილად არაა. თუმცა არსებობს იმდენად უხარისხო სათამაშოებიც, რომლის ამოსაცნობადაც თვალის ერთი შევლება და ხელის შეხებაც საკმარისია. მათ სპეციფიკური, ცუდი სუნი აქვთ და შეიძლება ხელის ძლიერად გასმისას საღებავიც გადავიდეს.
"პეპელას" მაღაზიათა ქსელი, რომელიც საქართველოში არაერთი ევროპული ხარისიხანი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, გირჩევთ, როგორ გაარჩიოთ ხარისხიანი სათამაშო უხარისხოსგან:
სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეტიკეტი, რომელზეც მწარმოებლის, მასალის შესახებ იქნება ინფორმაცია. მითითებული ინფორმაცია კარგად უნდა იკითხებოდეს და მშობლებმაც აუცილებლად უნდა დაიცვან. სათამაშოზე მითითებული უნა იყოს ასაკი ბავშვებისა, ვისთვისაც რეკომენდებულია მისი გამოყენება. შეღებილი სათამაშოები არ უნდა შეიცავდეს ტყვიას. საღებავები, პლასტელინი, თიხა უნდა იყოს არატოქსიკური. ხარისხიან სათამაშოს არ უნდა ჰქონდეს ბასრი კუთხეები. ხმოვან სათამაშოს არ უდნა ჰქონდეს ძალიან მაღალი და შემაწუხებელი ხმა. მუსიკაც სპეციფიკურად უნდა იყოს შერჩეული. თუ სათამაშოს ელემენტები აქვს, ის აუცილებლად კარგად უნდა იყოს დაცული ბავშვის შეხებისგან. მოერიდეთ სათამაშოებს, რომლებსაც მაგნიტი აქვს.
ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ სათამაშოები, რომლითაც ბავშვები საინტერესოდ, მხიარულად და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ გაატარებენ დროს. ხარიხიანი სათამაშო რადგან ხშირად იაფი არ არის, "პეპელას" მაღაზიათა ქსელი პერიოდულად ყველაზე მოთხოვნად და სასურველ ნივთებზე განსაკუთრებულ აქციებს გთავაზობთ.