ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც იტალიური ბრენდის სახე გახდა
ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც იტალიური ბრენდის სახე გახდა
21 წლის ქართველი მოდელის მარიამ არჩემაშვილის შესახებ ჩვენმა მკითხველმა რამდენიმე წლის წინ შეიტყო - მაშინ ის პირველ სერიოზულ ნაბიჯებს დგამდა საერთაშორისო სამოდელო სამყაროში. მას მერე მარიამის კარიერაში იყო ბევრი საინტერესო და წარმატებული ჩვენება თუ ფოტოსესია, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ იგი იტალიური ბრენდის - VALENTI-ს 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიის სახედ დასახელდა.
mshoblebi
მარიამს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოფიური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. როგორც წლების წინ ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, მოდელობაზე არ უოცნებია:
- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არასდროს მიფიქრია მოდელობაზე, ყოველთვის მსახიობობაზე
ვოცნებობდი. არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ კარგი გარეგნობით გამოვირჩეოდი და მეტიც, თითქმის არავის არასდროს არ უთქვამს, "რა ლამაზი ხარო", ან რაიმე მსგავსი...
mshoblebi
მერე კი მის ცხოვრებაში ერთი უჩვეულო რამ მოხდა - ის აღმოაჩინა აგენტმა გიორგი პაპიძემ, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი მოდელის, ბიანკა ბალტის სოციალური მედიის ასისტენტი იყო:
- გიორგიმ შემთხვევით დამინახა ჭავჭავაძის გამზირზე - უნივესიტეტში მივრბოდი ლექციაზე, დამედევნა და გამაჩერა. იქვე მთხოვა, გვეთანამშრომლა. თავიდან გამეცინა და ვუთხარი, მე მგონი სხვა გოგონა გჭირდებათ მოდელობისთვის-მეთქი, ამაზე უკვე გიორგის გაეცინა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დამითანხმა და დამარწმუნა, რომ მოდელობა უნდა მეცადა... ვცადე და გამოვიდა.
mshoblebi
იხილეთ
უფრო ვრცლად მარიამის, მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მოდელის ინტერვიუ და გაიცანით ის უფრო ახლოს:

altქართველი გოგონა, რომლითაც იტალიური მოდის ინდუსტრია დაინტერესდა


9824
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
mari
0
მაკიაჟი გარეშე უფრო ლამაზია
16:18 / 25-02-2019
თბიისელი
0
ქართველი ლეტიცია კასტა.
01:08 / 25-02-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```