ცნობილმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა. ახლა კი როგორც თვითონ ამბობს, ჯანმრთელობის პრობლემები აღარ აქვს, თავს კარგად გრძნობს და სურს სცენას აქტიურად დაუბრუნდეს... კახი კავსაძე ბოლო დროს თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს, რადგან ოჯახის წევრები ახლოს ჰყავს და სურს, ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
- სანამ მეუღლე გვერდით მყავდა, ჩემზე ბედნიერი დუნიაზე არავინ იყო! შემდეგ იყო მრავალი მარტო გატარებული წელი... წელს ჩემი შვილიშვილი ირინკა ჩამოვიდა ამერიკიდან და ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა! ამერიკაში წასვლის შემდეგ ირინკა საქართველოში ამდენ ხანს არ ყოფილა და სულ მონატრებული ვიყავი. ახლა ძალიან ბედნიერები ვიყავით, ყველა სახლში ვიყავით დიდიან-პატარებიანად, ცხოვრება მიხაროდა! ოპერაცია რომ გავიკეთე, ჩემი შვილი ირაკლიც ჩამოვიდა. ვუყურებდით ირინკას გამოსვლებს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და ძალიან კმაყოფილები ვიყავით. მშვენივრად ცეკვავს, ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ...
- არ გქონდათ მოლოდინი, რომ გაიმარჯვებდა?
- ეგ თქვენი, ხალხის გადასაწყვეტი იყო! რაღაც მომესმა, ჩაწყობა იყოო და გლახა ლაპარაკია ეგ... ვინ რა ჩააწყო, მიაწყო და ააწყო?! ყველაფერი ლამაზად იყო და არ მიყვარს სხვანაირი საუბრები! განაგრძეთ კითხვა