დღეს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა, მომღერალი 57 წლის გახდებოდა, ვერაგ დაავადებას ნაადრევად რომ არ მოესწრაფა მისთვის სიცოცხლე.
გიო იყო ადამიანი, რომელიც ნამდვილად დააკლდა თბილისს და რომელმაც უამრავ ადამინს საშინლად დასწყვიტა გული. სწორედ ამიტომ დღეს სოციალური ქსელი აჭრელებულია მისი ფოტოებითა და მისდამი მიძღვნილო ტექსტებით.
"ბევრი ვიფიქრე რა დამეწერა....
ყველგან სადაც შენზე საუბარი იწყება, იქედან ან ვდგები და მოვდივარ, ან ვაჩუმებ ყველას. პირველად ვხვდებით შენს დაბადების დღეს უშენოდ, არ ვიცი, ვიტირო?! რა აზრი აქვს?! არ მინდა ამ ფიქრებს ბოლომდე შევყვე....
უშენობის ყველა წამს უსასრულო და აუხსნელი ტკივილი ჰქვია.
შენ არსად წასულხარ, ჩემთან, ჩვენთან ხარ და სულ იქნები! რომ მენატრები, ცას ვუყურებ, ვრთავ შენს სიმღერებს, თვალებს ვხუჭავ და გისმენ.
მიყვარს ეს დღე, რადგან შენ გაჩნდი. დიდი მადლობა ყოველი წამისთვის!
ჩემი ხარ, იქნები ყველგან და ყოველთვის. ეს მუდამ ასე იქნება!
შენ აგრძელებ სიცოცხლეს ჩემში, ყველა იმ ადამიანში, ვისაც შენ უყვარხარ და მუდამ ეყვარები!
მომღერლის იუბილის აღსანიშნავად, ტელეიმედმა, "იმედის დილი"-ს ეთერში გიოს გასახსენებლად მისი მეგობრები და შვილები მიიწვია.
სწორედ აქ შეასრულეს გიოს შვილებმა ნოდარიკომ და ზუკამ დუეტში მამის ნამღერი სიმღერა.
შეგახსენებთ, რომ გიოს 3 შვილი დარჩა. ქალ-ვაჟი პირველი ქორწინებიდან და ზუკა, რომელიც მაია ჯორჯაძესთან ოჯახის შექმნის შემდეგ შეეძინა.
ზუკას ბავშვობიდან იცნობდა საზოგადოება, ნოდარიკო, რომელიც საოცრად ჰგავს მამას, სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა ფართო მასების წინაშე. "მხოლოდ ქართულში" მისი გამოსვლა ძალიან გულისამაჩუყებელი იყო, განსაკუთრებით ემოციური კი ის მომენტი გახლდათ, როცა კონკურსის ფინალში ნოდარიკოს სწორედ იმ სიმღერის შესრულება მოუხდა, რითაც გიო ბოლო კონცერტზე თავის მსმენელს და ქართველ მაყურებელს დაემშვიდობა.