ლოს-ანჯელესში ოსკარების 91-ე ცერემონია შედგა, ჩვეული გრანდიოზულობით. რასაკვირველია, დაჯილდოებულებთან ერთად მთავარი ყურადღება წითელი ხალიჩისკენ იყო მიმართული. ვარსკვლავები აქ ძირითადად მეუღლეებსა და კოლეგებთან ერთად გამოდიოდნენ, აი ბრედლი კუპერმა კი ტრადიციას არ უღალატა და წელსაც წაიყვანა ცერემონიაზე არა მხოლოდ მეუღლე, არამედ დედაც. ასე რომ, ირინა შეიკი, მშვენიერ შავ კაბაში გამოწყობილი მეუღლისა და დედამთილის - გლორია კამპანოს გვერდით იწონებდა თავს.
ამით წყვილმა კიდევ ერთხელ უჩვენა საზოგადოებას, რომ მათი ურთიერთობები იდეალურია და გავრცელებული ხმები, თითქოს ლედი გაგასთან ჰქონდა რომანი ბრედლი კუპერს, არ შეესაბამება სიმართლეს.
სხვათა შორის, სანამ ცოლს მოიყვანდა, ბრედლი მანამდეც დედასთან ერთად ესწრებოდა მსგავს ღონისძიებებს. ასევე ახლდა ხოლმე უფროსი და.
"31 წელი იდეალური დროა" - რატომ არ ჩქარობდა შვილის გაჩენას ირინა შეიკი