იმ უამრავ წიგნს შორის, რომელიც მაღაზიების დახლებზე იყიდება, მშობელს ხშირად უჭირს შერჩევა. შერჩეული წიგნი უნდა იყოს ერთი მხრივ - კარგი ხარისხის, გემოვნებიანი, კომპეტენტური, საჭირო, ხოლო მეორე მხრივ - ბავშვის გემოვნებასა და ინტერესებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთი წიგნების პოვნა, საბედნიეროდ, შესაძლებელია, როგორც მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში, ისე შემეცნებითი ლიტერატურის.
ამჯერად ერთ ძალიან კარგ პროექტზე გაგაცნობთ ახალ ამბებს. საქმე ისაა, რომ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და მოთხოვნადი ლურჯი დისქავერის ენიკლოპედიის 16 წიგნი, რომელიც მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც სასურველი წიგნების სიაში ხვდება ყოველთვის, განსაკუთრებული აქციის ფარგლებში გაიყიდება.
ვინც ჯერ არ იცის, მათ ვეტყვით, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო და იდუმალი მოვლენების კრებული, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს. "დისქავერი" - ეს არის ფაქტობრივად მთელი სამყარო ყველა რაკურსით. ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი მეცნიერების, კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის სფეროდან და თანამედროვე რეალობიდან თავმოყრილია სხვადასხვა ტომებში და გამდიდრებულია ილუსტრაციებით.
სპეციალური შეთავაზება კი ასეთია - ლურჯი დისქავერის ენციკლოპედიის ერთი წიგნი 0.99 ლარად გაიყიდება, 2,50 ლარის ნაცვლად. აქცია ვრცელდება როგორც ქართულ ვერსიაზე, ასევე ინგლისურზეც. ის, რომ წიგნი ორ ენაზე გამოდის, იმიტომაც არის ხაზგასასმელი, რომ ქართული და ინგლისური ვერსიების წაკითხვა ბავშვებს ძალიან ეხმარებათ ინგლისური ენის შესწავლაში და ერთგვარი კლასგარეშე სავარჯიშოსავით არის ინგლისური ენისთვის.